კაშიას ჯილდო კობიაშვილს გადასცეს - უეფამ გურამს ვიდეო მიუძღნა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 30 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის წილისყრა და წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოება გაიმართა.

უეფამ პირველად მის ისტორიაში Equal Game-ის ჯილდო გურამ კაშიას გადასცა. ქართველ ფეხბურთელს დილით თამაში ჰქონდა და ფიზიკურად ვერ მოახერხა დაჯილდოებაზე დასწრება. მისი ჯილდო ლევან კობიაშვილმა მიიღო. გურამ კაშიამ დაჯილდოებაზე ვიდეოთი ჩაერთო, სადაც ალექსანდრე ჩეფერინს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფეხბურთი ყველას თამაშია.

დაჯილდოებამდე რამდენიმე საათით ადრე, უეფამ ვიდეოთი განმარტა თუ რატომ გადასცეს გურამ კაშიას ეს ჯილდო.

ვიდეოში საუბარია, რომ გურამ კაშია "ვიტესის" კაპიტანი იყო, ის იყო ცენტრალური
მცველი და ლიდერი იყო როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. გურამ კაშია ორჯერ გახდა საუკეთესო ქართველი მცველი და როდესაც მას სთხოვეს გაეკეთებინა სამკლაური ცისარტყელის ფერებში, ის ამას დაუფიქრებლად დათანხმდა. ბევრი მის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და მისი ნაკრებიდან გაშვებას მოითხოვდნენ, მათ შორის მედიაშიც. თუმცა გურამმა ამ ყველაფერს ასე უპასუხა: მე თანასწორობის მჯერა, არ აქვს მნიშვნელობა თუ რისი გჯერა, ვინ გიყვარს ან ვინ ხარ!



altწილი ნაყარია - ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები დაკომპლექტდა

altუეფამ საუკეთესოები გამოავლინა - ლუკა მოდრიჩი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

მკითხველის კომენტარები / 13 /
ფეხბურთის სწავლამდე ჯერ ხალხმა ერთმანეთის პატივისცემა, თანასწორობა და გვერდში დგომა უნდა ისწავლოს ამ გაუთავებელი ლანძღვა-გინების ნაცვლად. კარგი იქნებოდა თუ ეს ჯილდო იქნება პირველი აგური... ეჰ..
V
31 აგვისტო 2018 17:16
11
გამარჯობათ ! მე მიყვარს ქალები!)))
მე არ გავდივარ ქუჩაში და არ ვყვირივარ,
-ქალები მიყვარს ხალხო,!
სადაა ქალების მოყვარულთ მამაკაცებისთვის დროშა, ჰიმნი, და საერთოდ უეფავ , სადაა ჩემი ჯილდო?!))) თქვე გეტეროფობიანებო!)))))
Geo
31 აგვისტო 2018 13:58
1
Fui fui fui luqsemburgma iscavla da scavloben fexburts. Evri ligazec gavidnen chven lgbt-s samklauris keteba vascavlot qartvel fexburtelebs fexburti rat undat jildos mainc adzleven.. kobiashvilo cadi mixede bichebs fulebs rom stxoven gundebshi eg gaarkvie gcxvenodet martla ra ........
Emigranti
31 აგვისტო 2018 13:57
1
ჩვენი ფედერაცია იმის მაგივრად,რომ
თამაშისათვის მიეხედა იაფფასინ
შოუებში მონაწილეობს. ქართული ფუტბოლი მოკლეს და არ მარხავენ,
თვითონ მკვდრები ვისი დამცავი ხართ.
ყველა გარბის საშოვარზე უცხოეთში,
ელემენტარული კომპეტენციის დონე
არა გაქვთ იმ თანხებით რაც მიიღეთ
აქამდე რამე შეგეცვალათ პროგრესისასკენ. აიღეთ კრედიტები
ფიფა და უეფასაგან და დროზე თანხა
დააბრუნეთ ბიუჯეტში ნებაყოფლობით.
ვეტერანი
31 აგვისტო 2018 11:19
0
სულელური არგუმენტია ჯილდოს გადაცემისთვის... ჩემი სუბიექტური აზრით კაშიას ქმედებას ემხრობა დაახლოვებით 5% დანარჩენმა 95% მაშინ ჯილდო ლამს, ბრეკალოს ამერიკული ქალთა გუნდის კაპიტანს და კიდევ ბევრ სხვას უნდა გადავცეთ რომელთაც გაუძლეს ლგბტ თემის წნეხს შანტაჟს და სამკლავური არ გაიკეთეს. კაშიას მოქმედება (სავარაუდოდ) იყო იძულებითი ნაბიჯი მათ კი რასაც ფიქრობდნენ ის გააკეთეს ვინ უფრო დასაფასებელია???
912
31 აგვისტო 2018 10:20
1
ქართული "ფუტბოლი" სანამ იქნება ჯიგრებო, მანამდე დაგვერხევა... გაუმარჯოს კაშიას
beqa
31 აგვისტო 2018 11:53
11
ალბათ,არ მისცემდნენ ჯილდოს გურამს ამხელა ამბავი და პანიკა რომ არ მოყოლოდა ამ თემას,რადგან ამ სამკლაურს ბევრი ფეხბურთელი იკეთებს. გასახარი მართლაც არაფერია. ამით გამოჩნდა,რომ ცუდი წარმოდგენა აქვთ ქართველებზე ევროპაში. მათი წარმოდგენით საქართველო პრიმატების დონეზე არის. ქურდების სახელი გვქონდა და ახლა მოძალადეებიც გავხდით,ხოლო გურამი მოძაალადებში "იგის" ფუნქცია შეასრულა ანუ პიროვნება საზოგადოების პირისპირ.ქართველებმა ვიცით,რომ ეს სისულელეა,მაგრამ ევროპაში ფაქტებს აქცევენ ყურადღებას. გაიხარეთ მარშიანელებო,ბოგანოებო და პრორუსულო ძალებო თქვენ მოახერხეთ,რომ ეს მომხდარიყო და უფრო ფარჩაკები გამოვჩენილიყავით მსოფლიოს თვალში. არ დაიწყოთ,რომ საქართველო გიყვართ,რადგან ეტყობა ამ ქვეყანას,როგორ უყვართ მის მცხოვრებთ. ეს ჯილდო არის ნაბიჯი უკან,არა იმიტომ ძალადობას ვემხრობი,არამედ ასეთი ჯილდო არ უნდა სჭირდებოდეს. ჩვენ არ ვართ მოძალადე ერი და როგორც უკვე ვთქვი ეს ჯილდო მარშიანელებმა გადასცეს გურამს. რუსებმა ისევ გაიმარჯვეს და მადლობა "პატრიოტო" ქართველებო.
სხვათა თუთაშხია
31 აგვისტო 2018 07:07
14
Exla gamochndeva kobis faeisevloba tu kashias mxars uchers man cesit da rigit 9-shi unda gadasces stadionze es lgbt jildo da tu gadasca kargi araferi moyveba shemircxvenia tqveni vai ashenebuli fexburti ukan da ykan rom midis .
Emigranti
31 აგვისტო 2018 04:11
6
ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ჩვენს თანამემამულე წარმატებულ ადამიანს სხვები უფრო აფასებენ ვიდრე ჩვენ ქართველები. ალბათ ეს ასე არ არის უბრალოდ მაძაგებელი აქტიური უფრო სჩანს, გურამ გილოცავ და ძალიან ბევრი ქართველის მხარდაჭერა შენ!
Irakli
30 აგვისტო 2018 23:37
48
ეს იმის ნიშანია, რომ მრავალიდან მხოლოდ საქართველო და ქართველი გამოარჩიეს. აჩვენეს, რომ ფარჩაკები ვართ. რა გიხარიათ? კობიაშვილს თავისი საქმისათვის ვერ მიუხედავს და რას მიედებ-მოედება? პარლამენტში მისი ყოფნა და კანონმდებლობა ხომ კატასტროფაა! რა, თავისუფალი დრო თავზე საყარი ჰქონდა, რომ ქუთაისში ევლო ყოველდღე?
zurab
30 აგვისტო 2018 23:18
9
ნამდვილი კაცი ყოველთვის უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჩაგვრას. ვისაც ჰგონია ეს სამკლაური ნიშნავს, რომ მოგწონს გეი უბრალოდ გაუნათლებელი, - ანუ ბნელია. ის, რომ კაშიას არ შეეშინდა ამ ბრბოსი - ნამდვილი გმირობა და ვაჟკაცობაა!
რატი
30 აგვისტო 2018 21:55
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული