5 მლნ ევრო - გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას სატრანსფერო ფასმა მოიმატა

AutoSharing Option
ბელგიური "გენტის" 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასმა საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ საგრძნობლად იმატა.

გერმანული სააგენტო transfermarkt.de-ს მონაცემებით, ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 5 მლნ ევროა, რაც წინა თვესთან შედარებით 2 მლნ ევროთი მეტია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ყაზახეთთან (2:0) ერთა ლიგის მატჩში ანგარიში გახსნა. მისი გოლი ისტორიაში შევიდა, როგორც ტურნირის პირველი გოლი.

altგიორგი ჩაკვეტაძის გოლმა მსოფლიო აალაპარაკა

altპუშკაში, კიარუჯი, ჩაკვეტაძე - ქართველი ფეხბურთელი ისტორიაში შევიდა

ხოლო ერთა ლიგის მეორე შეხვედრაში, ლატვიასთან (1:0) მატჩში ჩაკვეტაძემ პენალტი გამოიმუშავა,

რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა ზუსტად შეასრულა.

ასე გამოიყურება ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულების დიაგრამა:

Sportall.Ge

2017 წლის 5 აპრილს ჩაკვეტაძის ფასი, როცა ის თბილისის "დინამოში" გამოდიოდა, 300 ათასი ევრო იყო, ხოლო პირველი აგვისტოსთვის ფასმა მოიმატა და 750 ათასი ევრო გახდა.

ამის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი ბელგიურ "გენტში" გადავიდა. რამდენი გადაიხადა ბელგიურმა კლუბმა, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა არაოფიციალური ცნობით, "დინამომ" ჩაკვეტაძის სანაცვლოდ 1.5 მლნ ევრო მიიღო.

2017 წლის 30 აგვისტოს გიორგი ჩაკვეტაძე უკვე "გენტის" ფეხბურთელი გახდა და 20 ოქტომბრისთვის მისი ფასი 1.7 მლნ ევრომდე გაიზარდა. 2018 წლის 30 მარტს კი მისი სატრანსფერო უფლებების ღირებულებამ 3 მლნ ევრომდე მოიმატა, რაც "გენტში" მისი კარგი თამაშის წყალობით მოხდა.

ხოლო 2018 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს ნაკრების მატჩების შემდეგ 19 წლის ნიჭიერი ფეხბურთელის ფასმა 5 მლნ ევროს მიაღწია.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებში საბა კვირკველიას შემდეგ (8 მლნ ევრო) ჩაკვეტაძე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" მეკარე ლოვრენ კალინიჩის (7 მლნ ევრო) შემდეგ ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია, ხოლო ბელგიის ჩემპიონატში ამ ფასით მე-16 ადგილზეა, რაც ნამდვილად კარგი შედეგია და შეიძლება "ჯუპილერ პრო ლიგის" ერთ-ერთ ვარსკვლავადაც კი მივიჩნიოთ.

1999 წელს დაბადებულებს შორის ჩაკვეტაძე ღირებულებით 21-ე ადგილზე იმყოფება.

ჩაკვეტაძის გარდა, ასევე მოიმატა "გენტის" მეორე ფეხბურთელის, გიორგი ქვილითაიას სატრანსფერო ღირებულებამაც, რომელიც ამ დროისთვის 3 მლნ ევროს შეადგენს. აქამდე კი მისი ფასი 1.75 მლნ ევრო იყო.

შეგახსენებთ, რომ ქვილითაიამ ყაზახეთთან ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ლატვიასთან ვეღარ გავიდა მოედანზე. ქვილითაიამ უკვე გაიკეთა ოპერაცია და როგორც თავად ამბობს, ტრავმა ისეთი სერიოზული არ ყოფილა, როგორც ეგონა და უფრო მალე დაბრუნდება, ვიდრე წარმოედგინა.

altგიორგი ქვილითაია: უბედნიერესი ვარ! ტრავმა არ არის ისეთი სიმძიმის, რასაც მოველოდით

ესეც გიორგი ქვილითაიას სატრანსფერო ფასის დიაგრამა:

Sportall.Ge
ქვილითაიას ფასმა ასევე საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩის შემდეგ მოიმატა. "გენტში" ის ამ მონაცემებით 3 ფეხბურთელთან ერთად მე-8 ადგილს იყოფს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქვილითაია "გენტში" გადასვლისა და თამაშის შემდეგ საკმაოდ შედეგიანად ირჯებოდა.

აღსანიშნავია, რომ "გენტმა" "რაპიდს" ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 3 მლნ ევრო გადაუხადა.

საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება კი უცვლელი დარჩა და ასე გამოიყურება:

მეკარეები

  • გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი) - 800 000 ევრო
  • როინ კვასხვაძე (ტორპედო) - 400 000
  • ლაზარე კუპატაძე (საბურთალო) - 200 000

მცველები
  • საბა კვირკველია (ლოკომოტივი) - 8 000 000
  • დავით ხოჭოლავა (შახტარი) - 2 500 000
  • გურამ კაშია (სან ხოსე) - 2 000 000
  • ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი) - 1 000 000
  • ჯიმი ტაბიძე (უფა) - 1 000 000
  • ლაშა შერგელაშვილი (რიგასი) - 375 000
  • გიორგი ნავალოვსკი (დინამო მნ) - 250 000

ნახევარმცველები
  • გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი) - 5 000 000
  • ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე) - 2 500 000
  • ვალერიან გვილია (ლუცერნი) - 1 250 000
  • ჯაბა კანკავა (ტობოლი) - 1 000 000
  • თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი) - 1 000 000
  • გიორგი აბურჯანია (ლუგო) - 800 000
  • ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) - 800 000
  • გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა) - 800 000
  • ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი) - 700 000
  • გიორგი არაბიძე (ნასიონალი) - 700 000
  • გიორგი მერებაშვილი (პლოცკი) - 400 000
  • ჯაბა ჯიღაური (გრენობლი) - 300 000

თავდამსხმელები
  • გიორგი ქვილითაია (გენტი) - 3 000 000
  • ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი) - 700 000
  • ლევან მჭედლიძე (ემპოლი) - 600 000

alt2 მატჩში 6 ქულა ავიღეთ? ავიღეთ - აბა, რით ვართ უკმაყოფილოები?

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძველებიდან სამომავლოდ მხოლოდ ანანიძის იმედი მაქვს, თუ ფორმაში შევიდა რა თქმა უნდა . სიღრმიდან საჯარიმოში პასის გამკეთებელი არავინაა. ახალ თაობას კი შანსი არ ეძლევა. ანდორასთან მაინც მისცენ შანსი ებრალიძეს, ლობჟანიძეს, მჭედლიშვილს და სხვას. ან არაბას რისთვის იძახებს. ოქრის და კომპანიის ფორმაში შესვლას ნაკრებში თამაშით აპირებენ? მეგონა ნაკრებში მზადყოფნაში მყოფი ფეხბურთელები თამაშობდნენ. ახალ მიდგომებს ვნერგავთ ალბად.
ვასო
13 სექტემბერი 2018 16:33
0
არაფერი არაა საიდუმლო 1.5 მლნ ევრო გადაუხადა გენტმა დინამოს, რაც მართლა იაფია ჩაკვეტაძეში
შაკო
12 სექტემბერი 2018 17:22
0
ჩაკვეტაძეს ძალიან მშრომელი ბიჭია და მას კარგი მომავალი აქვს მაგრამ ბელგია ნაღდად არარის ტოპ პირველობა და არც ჩვენი ფეხბურთელები არიან ტოპ ჩემპიონატებში მოთხოვნადები .ესარი რეალობა.რაც შეეხება ჩვენი ნაკრების პროგრესს ეს გამოჩნდება მაკედონიასთან და ბელარუსთან ჭიდილში.რომელთა პლეიოფში გასვლაშიც დარწმუნებული ვარ თუ ჩვენ ევროპაზე ვერ გავედით ესიქნება ძალიან ცუდი ჩვენი ფეხბურთისთვის.ამაზე დიდი შანსი ჩვენ აღარ გვექნება კარგა ხანს.რაცუფრო წარმატებული იქნება ჩვენი ფეხბურთი და ნაკრები მით მეტი ძვირი ეღირება ჩვენი ფეხბურთელები და მეტად მოთხოვნადიც იქნებიან ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში.
qutaiseli
12 სექტემბერი 2018 16:53
3
ჰა, ჰა, ჰა, 5 მილიონი კი არა, ახლა ვინც ჩაკვეტაძეში 50 მილიონს გადაიხდის, ნაღდად არ წააგებს, ეს ბიჭი ნამდვილი ფენომენია, აი ნახავთ რა სიმაღლეებზე ავიდეს, იმიტომ, რომ მოტივირებულო და მიზანდასახულია, სხვა ჩვენი, ვინ მოთვლის რამდენი ტალანტისგან განსხვავებით. მიდი ჩაკვე, შენ გენაცვალე, ჩვენი იმედი ხარ, ევროპაზეც უნდა გავიდეთ და მერესოფლიოზეც.
bbb
12 სექტემბერი 2018 14:42
3
ამ დინამოს ტრანსფერებს კიდევ რამდენი ხანი უნდა ედოს საიდუმლო გრიფი?)
SOLO
12 სექტემბერი 2018 13:26
0
აბა ჰე დაიტაცეთ, გაიხსნა მონათა ბაზარი და არის რამე წინა საუკუნეებში (იქნებ ახლაც) მონათა ყიდვა-გაყიდვასთან განსხვავება.

ვენაცვალე სოცილიზმს იმ დროს ასეთი რამე, მოსაზრებითაც არ მოიაზრებოდა.
ლევანი
12 სექტემბერი 2018 12:47
27
გათენდა გათენდააააა!!!!!
დინამო
12 სექტემბერი 2018 14:10
0
გილოცავთ გიორგი და გიორგი სულ წარმატებით გევლოთ სპორტულ კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც, გაიხარეთ. გიორგი ქვილითაიას აგრეთვე მალე გამოჯანმრთველებას უსურვებ.

გიზოგ
12 სექტემბერი 2018 11:53
0
ძალიან კარგია, ერთი შეხედვით ვითომც არაფერი, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები ნაბიჯ-ნაბიჯ უკვე ევროპის ნორმალურ ლიგებში მიმოიფანტნენ, სადაც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ასე თუ გააგრძელეს განვითარება მალე რამდენიმე წარმომადგენელი ტოპ 4 ლიგაშიც გვეყოლება, ქართული ფეხბურთის აღმავლობა არც ისე შორსაა!
გულშემატკივარი
12 სექტემბერი 2018 11:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული