
დღეს მოსკოვის "სპარტაკმა" რუსეთის თასის 1/16 ფინალში სტუმრად 1:0 დაამარცხა ნოვოროსიისკის "ჩერნომორეცი", გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა და ჯანო შეცვლაზე 83-ე წუთზე შევიდა.
კლუბის საიტი იუწყება, რომ 89-ე წუთზე ანანიძის შესანიშნავად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
ამ მატჩში პირველად ითამაშა მოსკოვურ გუნდში სერბმა მცველმა მარკო პეტკოვიჩმა, რომელსაც მე-8 წუთზე ფეხი მოტეხეს და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
30 სექტემბერს "სპარტაკი" ჩემპიონატზე "როსტოვს" მასპინძლობს, ხოლო 4 ოქტომბერს ევროპა ლიგაზე "ვილიარეალს" და იმედია, ჯანოს