ბეგლარიშვილი თავისას არ იშლის - ესტონეთის ჩემპიონატზე ჰეთ-თიკი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესტონეთის პრემიუმ ლიგის 35-ე ტურში ტალინის "ფლორამ" ვიანდიში 3:1 დაამარცხა ადგილობრივი "ტულევიკი" და სამივე გოლი სტუმართა კარში ქართველმა შემტევმა ზაქარია ბეგლარიშვილმა გაიტანა.

ბეგლარიშვილმა მე-17 წუთზე გახსნა ანგარიში, 38-ე წუთზე მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი, ხოლო 52-ე წუთზე პენალტი გაიტანა.

მის ანგარიშზე ქვეყნის პირველობის 34 მატჩში 30 გატანილი გოლია.

"ფლორა" და "ნომე" 83-83 ქულით ლიდერები არიან, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით პირველ ადგილზე ბეგლარიშვილის გუნდია.

10 ნოემბერს "ფლორა" მესამეადგილოსან "ლევადიას" ხვდება.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
ამ ბიჭის უთამაშებლობა რა გახდა?! ერთხელ, ანდორსთან მაინც ათამაშეთ!
მერაბი
11:39 05-11-2018
0
ბეგლარიშვილი არის მწვრთნელის მიერ უსამართლოდ უგულვებელყოფილი ფეხბურთელი. ამას წყალი არ გაუვა. ნახევრადტრავმირებულ და უთამაშებელ თავდამსხმელებს იწვევს ნაკრების მწვრთნელი, რომლებიც თამაშში ვერ ერთვებიან და რეალურად თავდამსხმელის ფუნქციას ნახევარმცველები ასრულებენ (ვაკო, ჩაკვეტაძე, კანკავა...). ბეგლარიშვილი კი, ფაქტობრივად, არის ერთადერთი თავდამსხმელი, რომლის გამოძახების აუცილებლობასაც მწვრთნელს უნდა კარნახობდეს მისი სათამაშო პრაქტიკა - ბოლო წლებში სტაბილური თამაში, თავისი ქვეყნის ლიდერ გუნდში თამაში, ბომბარდირის ოფიციალური სტატუსი, გატანილი გოლების სტატისტიკა... მაგრამ მწვრთნელი მაინც ჯიუტად არ იძახებს მას ნაკრებში. ეს კი, რა თქმა უნდა, არის უსამართლობა.
ალეკო ცქიტიშვილი
01:41 04-11-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული