ესტონეთის პრემიუმ ლიგის 35-ე ტურში ტალინის "ფლორამ" ვიანდიში 3:1 დაამარცხა ადგილობრივი "ტულევიკი" და სამივე გოლი სტუმართა კარში ქართველმა შემტევმა ზაქარია ბეგლარიშვილმა გაიტანა.
ბეგლარიშვილმა მე-17 წუთზე გახსნა ანგარიში, 38-ე წუთზე მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი, ხოლო 52-ე წუთზე პენალტი გაიტანა.
მის ანგარიშზე ქვეყნის პირველობის 34 მატჩში 30 გატანილი გოლია.
"ფლორა" და "ნომე" 83-83 ქულით ლიდერები არიან, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით პირველ ადგილზე ბეგლარიშვილის გუნდია.
10 ნოემბერს "ფლორა" მესამეადგილოსან "ლევადიას" ხვდება.
ბეგლარიშვილი ესტონეთის მოქალაქე გახდება? - ქართველ შემტევს ამისთვის გამოცდის ჩაბარება მოუწევს
ზაქარია ბეგლარიშვილის ულამაზესი გოლი ესტონეთის ჩემპიონატში [VIDEO]