
უნგრეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში გიორგი ბერიძის "დოჟა უიპეშტი" სახლში "პაკშის" დაუზავდა 1:1.
გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა და მე-60 წუთზე ანგარიში გახსნა, მაგრამ მისმა გუნდმა 84-ე წუთზე საპასუხო გოლი გაუშვა და ფრეს დასჯერდა.
21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მადიართა პირველობის 12 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
"დოჟა" 23 ქულით მე-6 ადგილზეა და 1 დეკემბერს სტუმრად "მეზოკოვესტდს" შეხვდება.