laroma24.it: მონჩი ბელგიაში იმყოფება და გიორგი ჩაკვეტაძესაც აკვირდება

AutoSharing Option
იტალიური ვებგვერდი laroma24.it "რომას" მხრიდან გიორგი ჩაკვეტაძის დაინტერესების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

საიტის ცნობით, "რომას" სპორტული დირექტორი მონჩი ბელგიაში იმყოფება, სადაც მატჩებს ესწრება და სხვადასხვა აგენტს თუ სპორტულ დირექტორს ხვდება.

ესპანელი სელექციონერი კლუბისთვის ცენტრალურ ნახევარმცველს ეძებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მონჩის დაკვირვების ობიექტები "სტანდარტის" 22 წლის რუმინელი ნახევარმცველი რაზვან მარინი და 1992 წელს დაბადებული ბოსნიელი გოიკო ჩიმიროტი არიან, თუმცა ამ უკანასკნელის აგენტმა მიროსლავ სტივიჩმა ეს ინფორმაცია უარყო.

მონჩის სიაში არის ასევე "გენკის" 20 წლის ნორვეგიელი სანდერომ ბერგე და "გენტის" 19 წლის ქართველი ტალანტი
გიორგი ჩაკვეტაძე.

მონჩის სია დიდია და საიტის ცნობით, მასში კიდევ სხვა ფეხბურთელებიც არიან.

tuttomercatoweb.com-ი კი აქვეყნებს ინფორმაციას, სათაურად "რომას" ახალი იდეა გიორგი ჩაკვეტაძის შეძენაა. გამოცემა ირწმუნება, რომ კლუბი დეტალურად დააკვირდება გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც ერთა ლიგაზე პირველი, ისტორიული გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტი "გენტთან" 2020 წლის ზაფხულამდე მოქმედებს.

აქვე გეტყვით, რომ ჩაკვეტაძის გადაბირებით ასევე დაინტერესებულია მეორე რომაული კლუბი "ლაციოც". გარდა ამისა, როგორც უკვე იცით, ჩაკვეტაძე "ბარსელონას" ინტერესის სფეროშიც არის.

altგიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და "გენტი" თასის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

altsportmagazine.be: როგორ გახდა უეცრად გიორგი ჩაკვეტაძე ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი

alt90min.de: ჩაკვეტაძე "ბაიერნის" შესაძენ ფეხბურთელთა სიაში მეხუთეა

alt"ის დიდ ფეხბურთში შესვლას გეგმავს" - იტალიური პრესა გიორგი ჩაკვეტაძეს "ლაციოს" უკავშირებს

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩამოთვლილი გუნდებიდან მე ვურჩევდი გიოს რომას,ლაციოს,დორტმუნდს ან ტოტენჰემს ამ ეტაპზე,ბოლო უფრო საინტერესოა.წარმატებები გიოს
ბაჩო
12:50 07-12-2018
0
გიორგი გაკვირდებიან!
ფრთხილად!
17:37 06-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული