
უნგრეთის OTP BANK Liga-ს მე- 18 ტურში სტუმრად "ჰონვედს" გოლი "დოჟა უიპეშტის" შემტევმა ნახევარმცვლმა გიორგი ბერიძემ გაუტანა, მატჩი კი 2:2 დასრულდა.
ბერიძის ანგარიშზე მადიართა პირველობის 15 მატჩში გატანილი 5 გოლია.
"დოჟა" 28 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, 2 იანვარს მესამეადგილოსან "დებრეცენს" მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში სამეულში დაიკავებს ადგილს.
გიორგი ბერიძემ "პაკშის" გოლი გაუტანა
ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა და "დოჟას" გამარჯვება მოაპოვებინა