ნახევარმცველი ვაკო გვილია, რომელსაც იანვარში გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ, მწვრთნელმა რენე ვეილერმა შვეიცარიის სუპერლიგის მე-18 ტურში "სენტ გალენთან" საშინაო მატჩის 70-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.
როდესაც გვილია შეცვლაზე შევიდა, მისი გუნდი 2:0-ს იგებდა, შეხვედრა კი 2:1 დასრულდა.
"ლუცერნი" 25 ქულით მე-5 ადგილზეა და 2 იანვარს "სიონს" უმასპინძლებს.
"ლუცერნის" მცველი ოთარ კაკაბაძე ტრავმირებულია.