"ესბიერგის" სპორტული დირექტორი: იმედია, ბუდუ ზივზივაძეს გავყიდით

AutoSharing Option
ბუდუ ზივზივაძე, რომელსაც თბილისის "დინამოსთან" საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა, დანიურ "ესბიერგში" დაბრუნდა, თუმცა, როგორც ჩანს, კლუბი მის დატოვებას არ აპირებს და გასაყიდად ამზადებს.

ქართველი თავდამსხმელი აგუს გარსიასთან ერთად ერთადერთი იყო, რომელსაც ორშაბათს ჩატარებულ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, ზივზივაძისგან განსხვავებით, ესპანელმა ახალი კლუბი უკვე იპოვა და ის კარიერას კვიპროსულ "სალამინაში" გააგრძელებს.

"ბუდუ ზივზივაძეს ერთკვირიანი შვებულება დავუმატეთ, რათა სიტუაციაში გაერკვეს. ვიმედოვნებთ, რომ მის გაყიდვას მოვახერხებთ" - ციტირებს კლუბის სპორტული დირექტორის სიტყვებს bold.dk-ი.

ბუდუ ზივზივაძემ 2018 წლის სეზონი თბილისის "დინამოში" გაატარა და გიორგი
გაბედავასთან ერთად ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა.

დანიურ კლუბში კიდევ ერთი ქართველი - ლაშა პარუნაშვილი თამაშობს. ის "ესბიერგის" ერთ-ერთი ლიდერია.

altლაშა პარუნაშვილი გულშემატკივრებმა "ესბიერგის" შემოდგომის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული