TOP 7 ქართველი ფეხბურთელი, რომელიც უკლუბოდ დარჩა და თავისუფალი აგენტია

AutoSharing Option
ქართველ ლეგიონერებს საკმაოდ ცივი ზამთარი დაუდგათ.

ფეხბურთელთა უმრავლესობას კლუბის გამოცვლა მოუწია და საკმაოდ დიდი ნაწილი უკლუბოდ დარჩა. არადა, 22 იანვარია, ბევრ ქვეყანაში ათიოდე დღეში სატრანსფერო ფანჯარა იკეტება, მათი მომავალი კი კვლავ გაურკვეველია.

გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელების ტოპ-შვიდეულს, რომლებიც ამჟამად თავისუფალი აგენტები არიან.

7. ირაკლი სიხარულიძე - 350 000 ევრო - საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირობა, ვერ გამოდგა თამასა ევროპისთვის, რადგან სიხარულიძემ ერთი წლის განმავლობაში ორი კლუბი გამოიცვალა და ვერ მოახერხა სრულფასოვნად თავის
დამკვიდრება.

2018 წლის დასაწყისში ჩეხურ "სლოვაცკოში" აღმოჩნდა და ორჯერ ვიხილეთ განაცხადში და ისიც მხოლოდ სათადარიგო სკამზე, ხოლო წლის მეორე ნახევარი "რიგასში" გაატარა და იქაც ძირითადად სათადარიგო გახლდათ, ჩემპიონატის სულ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. არ გამოვრიცხოთ, ირაკლი საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდეს.

altირაკლი სიხარულიძემ და ლაშა შერგელაშვილმა ლატვიური "რიგასი" დატოვეს

6. დავით თარგამაძე - 250 000 ევრო - საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხანგრძლივი უქმობის შემდეგ მინდორს "საბურთალოს" მაისურით დაუბრუნდა, ჩემპიონატის 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ერთი გოლიც გაიტანა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბიც დატოვა. თარგამაძეს გული ალბათ ისევ ლეგიონერობისკენ მიუწევს, თუმცა, რამდენად არის ინტერესი უცხოეთიდან, ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა.



altტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ

5. ლუკა კობერიძე - 400 000 ევრო - კობერიძისა და "დესნას" 4-წლიანი ურთიერთობა დასრულდა. ქართველ საყრდენ ნახევარმცველსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. ლუკამ მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან 7 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო. კობერიძე, დიდი ალბათობით, კვლავ უკრაინაში დარჩება, თუმცა, სად ითამაშებს, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა.

4. ავთო ებრალიძე - 500 000 ევრო - პორტუგალიის პრემიერლიგის ბოლოადგილოსან გუნდსა და ქართველ შემტევს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა. ებრალიძემ ნახევარი წლის განმავლობაში 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია.

ებრალიძის ბედი თავიდან პორტუგალიის მეორე ლიგაში მყოფ "ეშტორილს" დაუკავშირეს, თუმცა ეს არ გამოვიდა და ავთო კვლავ თავისუფალი აგენტია. ტრადიციულად, ის, ალბათ, პორტუგალიაში დარჩება, რადგან თავის პროფესიონალური კარიერის განმავლობაში სხვა ქვეყანაში არ უთამაშია.



altავთანდილ ებრალიძემ "ჩავესი" დატოვა და კარიერას მეორე დივიზიონის "ესტორილში" გააგრძელებს

3. გიორგი ჭანტურია - 800 000 ევრო - ტრავმა მოირჩინა და კლუბიდანაც გამოუშვეს. ხანგრძლივი უქმობის შემდეგ "ურალმა" ქართველ შემტევზე უარი თქვა. ბოლოს გიორგიმ რუსეთის პრემიერლიგაში 2017/2018 წლების სეზონზე ითამაშა, 18 შეხვედრაში 3 გოლით გამოიჩინა თავი. "ქართველი მესი" ახალი კლუბის ძებნაშია. ნაკლებად სავარაუდოა, მან საქართველოს ჩემპიონატში ითამაშოს და ევროპულ შეთავაზებას დათანხმდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.



altოფიციალურად: გიორგი ჭანტურიამ "ურალი" დატოვა

2. გიორგი მაკარიძე - 400 000 ევრო - ტრავმამ გიორგის პორტუგალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, "რიო ავეში" დარჩენის შესაძლებლობა არ მისცა და ის ახლა თავისუფალი აგენტია. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ნიჭიერ მეკარეს "რიო ავეში" ჩემპიონატში არ უთამაშია, ორი შეხვედრის ჩატარება მოასწრო ევროპა ლიგის შესარჩევში, 5 გოლი გაუშვა და სათადარიგო სკამზე დასვეს. გიორგიმ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, თუ მას მიეცემოდა საშუალება, ის პორტუგალიაში დარჩენას არჩევდა.



altგიორგი მაკარიძე: ველი შემოთავაზებებს, მაგრამ დიდი ალბათობით...

1. თორნიკე ოქრიაშვილი - 800 000 ევრო - ოქრიაშვილის კარიერა ერთი დიდი ტრაგიკომედიაა. როცა ის მოედანზე არის, ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ტრავმები და დისციპლინა მის მომავალს ყოველთვის ხელს უშლიდა. მის კრასნოდარულ კარიერას ვერც "სევილიასა" და "ზენიტის" კარში გატანილმა გადამწყვეტმა მაკრატელამ უშველა და ვერც მისმა საფეხბურთო ნიჭმა. რაც უნდა გვძულდეს რუსეთი პოლიტიკის გამო, უნდა ვაღიაროთ, რომ "კრასნოდარი" ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სანახაობრივი გუნდია პრემიერლიგაში, კრასნოდარიდან წამოსვლა კი თორნიკესთვის უფრო დიდი დანაკარგია, ვიდრე კლუბისთვის. სად წავა თორნიკე? ეს უცნობია. საუბარი იყო მის ყაზახურ კარიერაზე, თუმცა, დიდი ალბათობით, ფეხბურთელი თავს იკავებს და უკეთეს შემოთავაზებას ელოდება.



alt"კრასნოდარის" მწვრთნელი განმარტავს, თუ რატომ წავიდა გუნდიდან ოქრიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 15 /
მინდა ვთხოვო აქ ვინც სტატიებს წერს იმ ჟურნალისტებს.შეეშვით უაზრო შედარებებს ფეხბურთელების მიმართ. ჭანტურიას რო ქართველ მესის ეძახით ნამუსი არ გაქვთ? მაგიტომაცაა თავში რო აქვთ ავარდნილი. ჩაკვეტაძესაც შეეშვით და ნუ აპიარებთ.მასაც დასამტკიცებელი აქვს ,რომ იმსახურებს დიდ კლუბში თამაშს.
dato
14:38 22-01-2019
0
მახსოვს 91-92წლებში დინამოს ყველა ფეღბურთელმა უარი განაცხადეს ევროპულ გუნდებზე და კარიერა დინამოში გააგრძელეს აირჩიეს უშუქობა უგაზობა და ქართველი გულშემატკივარი. მაგრამ მაშინ ეროვნული ღირებულებები და ქვეყნის სიყვარული სულ სხვა სიმაღლეზე იდგა. ეხლა ირჩევენ რუსეთის ყაზახეთის და აზერბაიჯანის ჭ-კლუბებს და თავის კარიერას წერტილს უსვამენ!!!
gurami
15:58 22-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული