"მასსავით შრომისმოყვარე რომ იყოს, "მანჩესტერში" ითამაშებდა" - ლუკა ზარანდიას თანაგუნდელის სიტყვები შეახსენეს

AutoSharing Option
პოლონური გამოცემა pilkanozna.pl-ი "არკას" ქართველ შემტევ ლუკა ზარანდიასთან ინტერვიუს აქვეყნებს.

გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტს:

- ასეთ ტექსტს როგორ იღებთ - "ლუკა ზარანდია "არკას" საუკეთესო მოთამაშეა"?
- კარგია, როდესაც ვინმე ჩემ შესახებ ასე ამბობს, მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ საუკეთესო ვარ, ეს ჩემი სტილი არ არის. ასეც რომ ვფიქრობდე, ამას არ ვიტყვი. ეს ხალხის აზრია. ფეხბურთი არაა ინდივიდუალური სპორტი, ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს ძალიან კარგი მოთამაშეებით.

- 10-ნომრიან მაისურს ყველა ვერ იღებს...
- ეს ჩემი ფავორიტი ნომერია. ამ მაისურით აქამდე მათეუშ შვოცი
თამაშობდა და როდესაც წავიდა, ვაკანტური დარჩა. შვიდნომრიანით ვთამაშობდი, მასეკ იანკოვსკიმ მთხოვა, რომ მისთვის დამეთმო. მეც ათიანი ავიღე. ვიცი, რომ მოედანზე ნომერი არ თამაშობს, მაგრამ თითქოს მასთან დაკავშირებული ვარ. ახალგაზრდულ ნაკრებსა და "ლოკომოტივში" ამ მაისურით ვთამაშობდი.

- ტალანტი და უნარები გაქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ ცოტა ზარმაცი ხართ...
- ამას ვინ ამბობს?

- ამის შესახებ ინტერნეტში წავიკითხე. ამას არც თქვენ უარყოფდით...
- შეიძლება ცხოვრებაში ზარმაცი ვარ,  მაგრამ არა მოედანზე. ვარჯიში ჩემთვის სასჯელი არაა. ასე რომ იყოს, თამაშს თავს დავანებებდი. ბურთი ჩემთვის დიდი პატივია. ვცდილობ, თითოეულ ვარჯიშსა და თამაშზე ბოლომდე დავიხარჯო.

- ისეთივე შრომისმოყვარე რომ იყოს, როგორიც დემინენ ზბოზიენია, "მანჩესტერ იუნაიტედში" ითამაშებდა - ეს თქვენი თანაგუნდელის, მიხალ ნელეპის აზრია...
- ესეც წავიკითხე. ტრანსფერისთვის რამდენიმე რამაა საჭირო. პირველ რიგში, დემიენივით უნდა ვივარჯიშო და შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" უნდა მოვუნდე.

- ინტერვიუებში არ მალავდით, რომ "არკას" დატოვება და უფრო ძლიერ ლიგაში წასვლა გსურდათ, განსაკუთრებით, TOP 5 ლიგაში...
- ალბათ, პოლონეთში ყველა მოთამაშე ფეხბურთელს სურს, რომ ინგლისში, ესპანეთში ან იტალიაში წავიდეს. არ ვღელავ. უფრო ძლიერ ჩემპიონატში გადასვლა ჩემი მიზანია, მაგრამ არა აქ და ახლა. ამ მიზანს ნელ-ნელა ვუახლოვდები. დაველოდები, როცა კარგი კლუბისგან ისეთი შემოთავაზება მოვა, რომელიც მეც და "არკასაც" დაგვაკმაყოფილებს.

- ეს ზამთარში არ მოხდება?
- არა.

- შემოთავაზება არ გქონია?
- ინტერესი იყო, თუმცა არა იმ მიმართულებიდან, რომელიც მსურს.

altოქრიაშვილი, ზარანდია, მილინკოვიჩ-სავიჩი, ნდიდი - სად არიან ფეხბურთელები, რომლებიც 2014 წელს "გენკის" წევრები გახდნენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული