"ციურიხმა" ლევან ხარაბაძე ევროპა ლიგის განაცხადში შეიყვანა - შვეიცარიელები "ნაპოლის" ხვდებიან

AutoSharing Option
შვეიცარიულმა "ციურიხმა" 19 წლის ქართველი მცველი ლევან ხარაბაძე ევროპა ლიგის საპლეიოფო განაცხადში შეიყვანა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი 14 თებერვალს ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

ლევან ხარაბაძე შვეიცარიულ კლუბში იჯარის წესით თამაშობს. მისი სატრანსფერო უფლებები კი თბილისის "დინამოს" ეკუთვნის. მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, ხარაბაძის ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

დღეს კი შვეიცარიის სუპერლიგა განახლდება და "ციურიხი" "სენტ-გალენს" დაუპირისპირდება. შესაძლოა, ახალგაზრდა ქართველი მარჯვენა მცველის ოფიციალური დებიუტიც დღეს შედგეს.

alt

ლევან ხარაბაძე "ციურიხში" პირველ ორ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ათამაშეს - ათამაშებენ "ნაპოლისთან"?

alttagesanzeiger.ch: ლევან ხარაბაძე ის მოთამაშეა, რომლის მიმართაც ყველაზე დიდი მოლოდინია

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია, ნავალოვსკი უკვე ასაკშია და შემცვლელი გამოჩნდა!
fsiuuu
17:06 06-02-2019
0

სიახლეები პოპულარული