ხვიჩა კვარაცხელია მოსოკოვის "ლოკომოტივში" ჩაირიცხა - ერთი ქართველი კარგია, ორი კიდევ უფრო უკეთესი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 წლის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივში" გააგრძელებს კარიერას.

"ლოკომოტივის" საიტი იუწყება, რომ კვარაცხელია "რუსთავიდან" მათ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა.

კვარაცხელია თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა.

მან ეროვნული ლიგის 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

კვარაცხელიას "ლოკოში" გადაყვანის ინიციატორი გუნდის მწვრთნელი იური სიომინია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ კლუბის დირექტორატს მისი ტრანსფერის გაჩარხვა მოსთხოვა.

რკინიგზელთა გუნდის ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია იცავს და კლუბის საიტი წერს:"ხვიჩა, კეთილი იყოს შენი მობრძანება. ახალგაზრდა ნახევარმცველი 21-ე ნომრით იასპარეზებს".

კვარაცხელიას მის გუნდში გადასვლას კვირკველია მიესალმება.

მკითხველის კომენტარები / 17 /
სათაურია ჩასასწორებელი - ერთი ქართველი ცუდია, ორი უარესი.
ჩარჩება ეგეც სოლომონა/ჯანოსავით რუსეთში, სამწუხაროდ.
არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი:(
GATUZO
15 თებერვალი 2019 19:04
28
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული