რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ორ მატჩში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ყველაზე მეტად 19 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე დააკლდა, რომელიც ერთა ლიგაზე "ჯვაროსნების" ლიდერი იყო.

ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ბელგიური "გენტის" ღირსებას იცავს, 2018 წლის 14 დეკემბრის შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთხელ, "კორტრიკთან" მატჩში, 23 წუთის განმავლობაში გამოჩნდა, სადაც მან საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა.

გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობის შესახებ Sportall.ge მის აგენტს, ლაშა ჯაკობიას დაუკავშირდა, რომელიც 19 წლის მოთამაშის ინტერესებს გოგა გახოკიძესა და როჯერ ჰენროტისთან ერთად წარმოადგენს:

"გიორგიმ ტრავმის შემდეგ 6-კვირიანი რეაბილიტაცია გაიარა და
ნელ-ნელა გუნდთან ერთად მთლიან დატვირთვებს იწყებს. როდესაც თავს კარგად იგრძნობს, მოედანსაც დაუბრუნდება.

გიორგის ყურადღება არ აკლია. ძალიან ბევრმა ექიმმა ნახა. მასთან ერთად ცხოვრობს თავისი ძმა, იქვე არიან ჩემი კოლეგები - გოგა გაკოხიძე და როჯერ ჰენროტი. მეც შეძლებისდაგვარად ჩავდივარ ხოლმე. კლუბის მხრიდანაც მაქსიმალური ყურადღებაა და მის მდგომარეობას ყველა უფრთხილდება.

მის მიმართ ინტერესი, რა თქმა უნდა, არის, თუმცა ამ ეტაპზე უმთავრესი მისი ჯანმრთელობაა", - გვითხრა ლაშა ჯაკობიამ.

"გენტმა", რომელმაც მიმდინარე სეზონში გიორგის გარეშე 10 შეხვედრა ჩაატარა, რეგულარულ ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა და საჩემპიონო ჯგუფში მინიმუმ ევროპა ლიგის საგზურისთვის და მაქსიმუმ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ყველა ქართველის მთავარი იმედი არის ჩაკვე და მის ჯამრთელობაზე ყველა ვნერვიულობთ. ვეთანხმები იმ მოსაზრებას,რომ ამ პატარა ბიჭზე ამხელა ტვირთის აკიდება არ არის სწორი და ჟურნალისტებს მოგიწოდებთ ზეწოლა არ განახორციელოთ ამ ბიჭზე. მას აქვს დიდი ტალანტი და მას სჭირდება დრო რო განვითარდეს. ეიფორიას მოეშვით და დაანებეთ თავი ამ ბიჭს. საერთო ნაცნობები გვყავს ჩაკვეტაძეს და მე,მათი თქმით გიო არ არის ის ადამიანი,რომელიც გაალაითებს რაღაცას და მას აქვს მიზანი,რომლისათვისც ყველაფერს აკეთებს. წარმატებები მას და გამოჯამრთელებას ვუსურვებ. რაც შეეხება აქ კომენტარებს,ვეთანხმები იმ აზრს,რომ მარტო ანანიძე,ოქრიაშვილი,გვილია,კვეკვესკირი არ არის საქართველოს ნაკრები და ძალიან მაგარი ბიჭები გვეზრდებიან,უბრალოდ მათ სჭირდებათ დანახვა,დაფასება და შანსი. ნაკრებში აღარ უნდა გამოიძახონ ბევრი ძველი სახე და უნდა შევქმნათ ერთი მეტნაკლებად ახალგაზრდული გუნდი,რომელიც ერთ ფორმაციაში ითამაშებენ. შედეგი მაიც არ გვაქვს და შეთამაშებისთვის,მომავალი პერპსპექტივისთვის ძალიან კარგი იქნება. მე ვფიქრობ,რომ აქიდანვე უნდა დაიწყოს ეს პროცესი და ერთა ლიგა საზომი არ უნდა იყოს,რადგან იქ გასვლა არაა მარტო,რაღაც ხო უნდა ქნა. მერე კოსოვო იქნება ჩვენი მეტოქე და პოლიტიკური გადაწყვეტილებები იმოქმედებს ამ ერთა ლიგაზე აგერ მე და აგერ თქვენ თუ ესე არ იყოს. რასისტულ რუსეთში მსოფლიოს ჩატარება,გადამწვარ ყატარში მსოფლიოს ჩატარების ნებართვა არ გგონიათ რო დიდი პოლიტიკური თამაშია და სერიოზული ფული გაიმაზა? ხოდა გაიმაზება ფული და ახლად აღიარებული კოსოვო უკვე ევროპაზე ითამაშებს. რაც შეეხება ახალ გუნდს,რომელიც უნდა დაფასდეს და ძირითადის ხალხი უნდა გახდეს:მაკარიძე,კაკაბა,ხოჭოლავა,კვერკველია,ტაბიძე,კიტეშვილი,ხარაბაძე,აბურჯანია,პარუნაშვილი,პაპუნაშვილი,არაბიძე,არველაძე,ლობჟანიძე,ჩაკვეტაძე,ქვილითაია ესენი რომლებიც მახსენდებიან ეხლა და კიდევ შეიძლება მოიძებნოს რამოდენიმე კაცი თუნდაც ჩვენ ჩემპიონატში. უნდა გაუშვა ვაისი და უნდა დაინიშნოს ისეთი მწვრთნელი,რომელსაც შეუძლია ახალგაზრდებთან მუშაობა. ეს გუნდი უნდა შეთამაშდნენ და ერთანეთის თვალებდახუჭულს უნდა ესმოდეს. 4-5 წელიწადში შედეგი იქნება დამიჯერეთ. აბა 15 წუთს რო მისცემ კიტეიშვილს და ათამაშებ ისეთ ხალხთან,რომლებთანაც ვარჯიშობს მარტო ის თავის თავს ვერ გამოავლენს.ირლანდიასთან სწორედ კიტეიშვილის და ხარაბაძის კომბინაციებით ამოსვლა დაცვიდან შეტევაზე მხვდება თვალში. ამ ბიჭებმა იციან თავის საქმე და ნდობა სჭირდებათ. გადავაყოლეთ ყველა და ყველაფეი ძმაბიჭობას,ნეპოტიზმს და ათასს სისულელეს ქართული ფეხბურთი. აგერ მაგალითსაც მოგიყვანთ: გერმანიის ნაკრებში იოჰან ლიოვი წლებია მუშაობს გერმანიის ნაკრებში და გადახედეთ ეს ნაკრები,როგორ მიდიოდა მსოფლიო ჩემპიონამდე,როგორ ქმნიდა ერთიან სისტემას და როგორ ათამაშებდა ერთი და იგიგივე ხალხს ეს კაცი. შედეგ ვერ დებდა,მაგრამ არავის გაუგდია. გერმანიისთვის შედეგი ტურნირის მოგებაა სულ და ჩვენ კი რომელიმე ტურნირზე გასვლა და იქ წარმატებული გამოსვლაა. ერთსაც კიდევ ვიტყვი. ინგლისელი ჯეიმს მილნერმა სანაკრებო კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა,რადგან ახალგაზრდებისთვის ადგილი დაეთო,ჯერარდმა 32 წლის ასაკში და ა.შ. მარტო მწვრთნელში არაა საქმე აქ,როცა ხვდები რო ნიჭიერი ბიჭები მოდიან,მათ ადგილი უნდა დაუთმო,ეს ხომ კანტორა არაა,ეს ეროვნული ნაკრებია. ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ და მადლობა შრომისადათავდადებისთვის,მაგრამ დროა ბევრი თქვენთაგანი უბრალოდ წავიდეს სანაკრებო ფეხბურთიდან.
სხვათა თუთაშხია
10:00 29-03-2019
2
ჩანკვეტაძე, ზარანდია, არაბიძე.....რამდენი ერთი კარგი ახალგაზდა ტალატი გვყავს, ესენი, რომ ბელგიაში დაბადებულიყვნენ აზარის დონის ვარსკვლავები იქნებოდნენ, არაფერს ვამბობ ჯანოზე...(სპარტაკის გარდა არაფერი აინტერესებს). მე მგონი ტრენერმა ვაისმა ამოწურა თავისი რესურსი, გვინდა ახალი ამბიციური ტრენერი!
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული