ელგუჯა ლობჯანიძე: ამის გაკეთება ყოველთვის სასიამოვნოა

AutoSharing Option
30 მარტს "ატირაუსთან" მოგებულ (2:0) მატჩში "ტარაზის" რიგებში მეორე გოლი გაიტანა 27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ელგუჯა ლობჯანიძემ.

მან შეხვედრის შემდეგ კლუბის ვებგვერდთან გატანილი გოლი გაიხსენა:

"მიუხედავად იმისა, რომ რთული მატჩი იყო, მთავარი მიზანი - გამარჯვება, მიღწეულია. საბედნიეროდ, გოლის გატანა მოვახერხე.

ამის გაკეთება ყოველთვის სასიამოვნოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გულშემატკივრების წინაშე თამაშობ. ვიქტორ კრიუკოვი ფლანგზე გაიჭრა, მე საჯარიმოს ცენტრში კარგი პოზიცია შევარჩიე, ბურთი პირდაპირ იქ წამოვიდა, სადაც ვიყავი და მთავარი იყო, რომ ის მეკარისთვის არ გამერტყა", - განაცხადა ელგუჯა ლობჯანიძემ.

27 წლის
თავდამსხმელი "ტარაზს" მიმდინარე წლის თებერვალში "რუსთავიდან" შეუერთდა და მან ყაზახეთის პრემიერლიგის საწყის სამ ტურში ორი გოლის გატანა მოახერხა.

altელგუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა [VIDEO]

altლეგიონის უქმეები: 7 ქართული გოლი სანაკრებო პაუზის შემდეგ [VIDEO]

 

მომზადებულია fctaraz.kz-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული