"ბეერსხოტში" დებიუტს დიდხანს ველოდი - ირაკლი ბუღრიძე ბელგიურ კლუბსა და ნაკრებზე

AutoSharing Option
21 წლის შემტევ ირაკლი ბუღრიძეს ბელგიურ "ბეერსხოტში" დებიუტი ჰქონდა.

მან ახალი კლუბის რიგებში პირველად 31 მარტს, "ვესტერლოს" წინააღმდეგ ითამაშა, როდესაც მოედანზე უკანასკნელი 10 წუთი გაატარა. რამდენიმე წუთით მეტი დრო მიეცა 3 აპრილს "სენტ ტრუიდენთან" მატჩშიც.

Sportall.ge ირაკლის ბელგიაში დაუკავშირდა, დებიუტისა და ახალგაზრდული ნაკრების გამოსვლის შესახებ კომენტარი სთხოვა.

"ბეერსხოტში" დებიუტს დიდხანს ველოდი, რადგან ფიზიკურად მზად არ ვიყავი. ახლა კი, მწვრთნელმა ჩათვალა, რომ უკვე სათამაშო დრო უნდა მოეცა და 15 წუთით მოედანზე შევედი.

დიდი ხანია ოფიციალური მატჩი არ მითამაშია და მოედანზე დაბრუნება
ძალიან სასიხარულოა.

ჩვენი კლუბის მიზანი უმაღლესში გადასვლა იყო, თუმცა ამას ვერ მივაღწიეთ. იუპერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფი წავაგეთ და შემდეგ სეზონშიც მეორე დივიზიონში ვიქნებით. დარჩენილი მატჩებით ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებაა შესაძლებელი, მაგრამ კლუბი ამაზე აქცენტს არ აკეთებს.

მწვრთნელი ხშირად მელაპარაკება ცალკე, ჩემი იმედი აქვს და შემპირდა, რომ შემდეგ თამაშებში სათამაშო დროს მეტს მომცემს.

ახალგაზრდულ ნაკრებს რაც შეეხება, შეკრებას წარმატებულად შევაფასებ, როგორც გუნდისთვის, ასევე ჩემთვის. ორივე მატჩი დამსახურებულად მოვიგეთ. სლოვენიასა და ისრაელს ბურთის ფლობითაც ვაჯობეთ და ვფიქრობ, კარგი შეკრება გამოგვივიდა", - უთხრა Sportall.ge-ს ირაკლი ბუღრიძემ.

ირაკლი ბუღრიძე ბელგიურ კლუბს გასულ ზამთარს საჩხერის "ჩიხურადან" შეუერთდა. "ბეერსხოტთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძლივს კაი ამბავი გავიგე
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
13:43 05-04-2019
0
ვფიქრობ ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ ნაკრებში შანსი და რატო არ იძახევბს ვაისი დღემდე ვერ ვხვდები.
Buxrika
13:14 05-04-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული