ავთო ებრალიძე რუმინული "ვოლუნტარის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
27 წლის ქართველი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე რუმინული "ვოლუნტარის" ფეხბურთელი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქსაიტმა" გაავრცელა.

ავთომ საფეხბურთო კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო. შემდეგ იყო "ხეტაფეს" ახალგაზრდული კლუბი და რამდენიმე პორტუგალიური გუნდი.

ებრალიძემ გასული სეზონი პორტუგალიის პრიმეირა ლიგის "ჩავეშში" დაიწყო და  "ნასიონალში" დაამთავრა. "ნასიონალში" ის გიორგი არაბიძესთან ერთად თამაშობდა.

"ვოლუნტარი" გასულ სეზონში რუმინეთის უმაღლესი ლიგის გასავარდნ ზონაში იყო, თუმცა ელიტაში დარჩენა მოახერხა. წელს, რუმინეთის ჩემპიონატის დაწყებიდან 5 ტურის შემდეგ, 5 ქულით 14-გუნდიან ლიგაში მე-9 ადგილს იკავებს.

ავთოს საქართველოს ნაკრებში 3 შეხვედრა აქვს
ჩატარებული, თუმცა ვლადიმირ ვაისი მას ნაკრებში არ იწვევდა.


მკითხველის კომენტარები / 3 /
აუ არაბიძის შესახებ რაიმე ინფორმაცია თუ არის? რედაქციას ვთხოვ თუ რამე ინფორმაცია გაქვთ გამოაქვეყნეთ. სადაა რას შვრება?
roma
18:15 14-08-2019
0
ქართველი ფეხბურთელები ისეთგუნდებში გადადიან სახელს რომ ვერ გამოთქვამ:))

ვოლუნტარიზმ!
ვლადიმერ ილიას ძე ლენინი (ბელადი)
23:27 14-08-2019
0

სიახლეები პოპულარული