გიორგი ხარაიშვილმა ისევ გაიტანა - ნუთუ ვაისს მეგოლე არ სჭირდება? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შვედეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სეზონში მე-5 გოლი გაიტანა ქართველმა შემტევმა გიორგი ხარაიშვილმა.

ამჯერად, გიორგიმ "სუნდსვალის" დამწუხრება გასვლით შეხვედრაში მოახერხა.

მატჩი გიორგის გუნდმა "გეტებორგმა" ანგარიშით 2:0 მოიგო.

ხარაიშვილს, გატანილი 5 გოლის გარდა, შვედეთის ჩემპიონატში 7 საგოლე პასი აქვს.

აღსანიშნავია ის, რომ მომავალი ორი შეხვედრისათვის სამხრეთ კორეასა და დანიასთან ვლადიმირ ვაისმა გიორგი ეროვნულ გუნდში არ გამოიძახა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე ნათქვამი იყო, რომ ხარაიშვილს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
ხარაიშვილმა გოლი სუნდსვალს კი არა ვაის შეუგდო!
a.a.
19:19 01-09-2019
0
ხარაიშვილი არის უმაგრესი ფეხბურთელი, ზოგიერთ გამოძახებულთან ამის შედარება არც კი შეიძლება, გაფართოებულში კი არა, აუცილებლად ძირითადში უნდა ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ 90 წუთს უმაღლეს დონეზე ჩაატარებდა. ყველაზე მეტად გიორგის არგამოძახება მეწყინა, რაღაცაშია საქმე, მარა ჩვენ ამას აბა ვინ გვეტყვის...
ლაშა
19:29 01-09-2019
0

სიახლეები პოპულარული