თურქული გამოცემა: ლევან შენგელია "ქონიასპორის" ფეხბურთელი დღეს გახდება

AutoSharing Option
თურქული გამოცემა konhaber.com-ი წერს, რომ ქართველი გარემარბი ლევან შენგელია დღეს, 2 სექტემბერს, თურქეთის სუპერლიგის გუნდის, "ქონიასპორის" ფეხბურთელი გახდება.

როგორც ტექსტშია აღნიშნული, შენგელიას ტრანსფერის ინიციატორი "ქონიასპორის" მთავარი მწვრთნელი იყო, რომელსაც ფლანგის გაძლიერება სურდა და შენგელია შეარჩია.

არ სახელდება კონტრაქტის დეტალები და პირობები, თუმცა გამოცემა მხოლოდ იმას წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი ქონიაში დღეს, 2 სექტემბერს ჩავა და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
უკეთესი ლიგა უკეთესი პირობები როგორც გავიგე წელიწადში 300 000 ევრო ხელფასი და რატო აკრიტიკებთ? რა დონესაც შეეფერება დღეს დღეობით იმ გუნდშია და საკაოფო ხელფასიც ექნება. თუ რამის დამტკიცება და უკეთესი გუნდი უნდა ჯერ მაგ გუნდის ლიდერი გახდეს.
გოგა
02 სექტემბერი 2019 17:13
0
არ დავიზარებ და არ დავიშურებ ამ ბიჭის მიმართ საქებარ სიტყვებს.გენაცვალე ლევან,მშრომელი,ნიჭიერი,ჯიგრით მოთამაშე ბიჭი ხარ.წარმატებებს გისურვებ.ვიცი მალე ნაკრებშიც დაამტკიცებ რო მაგარი ხარ.მაგრად მინდა შენგელია,ნინუა,მიქელთაძე,ზარანდია ნაკრებში. აბა დაუშვილს ჩემმა მტერმა უყუროს ნაკრებში.რო წავიკითხე გამოძახებულებში დაუშვილი ის ავადსახსენებელი დრო გამახსენდა...ფუი ეშმაკს!
Jordan Beli
02 სექტემბერი 2019 14:36
0
დიდი წარმატებაა,ამ სეზონში სუპერ ლიგიდან გავარდებიან,ჩვენი ვარსკვლავი კი იჯარით დაუბრუნდება დინამოს,რა თქმა უნდა მკვეთრად მოკლებული სათამაშო ფორმით...მერე 2-3 წელი აქ იწვალებს და შემდეგ დიდი წარმატებით გადავა დიდებულ ესტონეტის ჩემპიონატში...
robi
02 სექტემბერი 2019 15:20
8
კარგი ჩემპიონატია, მთავარია ძირითადში ითამაშოს, მერე ტოპ გუნდში გადავა
irakli
02 სექტემბერი 2019 13:33
7
ჩამოყალიბდეს რა ეს ბიჭი სად უნდა თამაში
ქომაგი
02 სექტემბერი 2019 13:06
3
ეგ ჩამოყალიბებულია და შენ რა არ გასვენებს ერთი ეგ გამაგებინე.
სამტ
02 სექტემბერი 2019 13:41
4
კარგით რა, რა თურქეთი.... :(((
თემო
02 სექტემბერი 2019 14:35
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული