"მეზოკოვეშდის" თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში კვლავ გამოიჩინა თავი.
მე-12 ტურში "მეზოკოვეშდი" გასვლაზე "ზალაეგერშეგის" დაუზავდა (1:1), ანგარიში კი მე-40 წუთზე ზივზივაძემ გახსნა.
ბუდუმ პირველობის ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა გოლი - გასულ ტურებში "დებრეცენისა" და "ფერენცვაროშის" კარი დალაშქრა და ტურის სიმბოლურშიც შეიყვანეს. სულ კი მის ანგარიშზე 11 მატჩში 6 გოლია.
ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ზივზივაძე "მეზკოკოვეშდში" სეზონის დაწყებამდე 3 კვირით ადრე გადავიდა.
"მეზოკოვეშდი" 24 ქულით მეორე ადგილზეა და 23 ნოემბერს "კაპოშვარის" უმასპინძლებს.