საქართველოს ნაკრებისა და დანიური "რანდერსის" შემტევი საბა ლობჟანიძე მოედანს, თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და გოლიც გაიტანა.
დანიის სუპერლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში "რანდერსმა" "სენდერიკსეს" წინააღმდეგ საკუთარ კედლებში ითამაშა. საბა შეხვედრაში 79-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა აღნიშნული დრო თავის გამოსაჩენად ეყო და მატჩის საბოლოო ანგარიში 92-ე წუთზე დააფიქსირა - 3:0.
ამ მოგებით "რანდერსმა" ცხრილში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო საბამ სუპერლიგის მიმდინარე სეზონში მე-7 გოლი გაიტანა.