"გენტს" ჩაკვეტაძე, ჩვენ კი იმედი დაგვიბრუნდა - მან რვათვიანი პაუზის შემდეგ ითამაშა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ პირველად ითამაშა - მას 8 თვე გაუცდა.

"ზულტე-ვარეგემთან" ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურის საშინაო მატჩის წინ "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა თქვა, რომ ჩაკვეტაძე სათამაშოდ მზად არის, მაგრამ არ იჩქარებდა და განაცხადში არ შეიყვანა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა, განაცხადშიც შეიყვანა, 76-ე წუთზე შეცვლაზეც შეუშვა და პუბლიკა მას ოვაციებით შეეგება.

იმ დროისთვის "გენტი" 2:0-ს იგებდა და ანგარიში აღარ შეცვლილა.

"გენტის" თავდამსხმელი" გიორგი ქვილითაია შეცვლაზე 86-ე წუთზე შევიდა, ხოლო "ზულტე-ვარეგემის" ნახევარმცველი ლუკა ზარანდია 46-ეზე და
78-ე წუთზე შეცვალეს.

"გენტი" 35 ქულით მეორე ადგილზეა და 15 დეკემბერს სტუმრად "ოსტენდეს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 13 დეკემბერს ევოპა ლიგაზე "ოლეკსანდრიას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩაკვეტაძემ იმ 15 წუთში რაც ითამაშა ძალიან მაგარი პასები და ფინტები აკეთა.აშკარად სხვა კალიბრის მოთამაშეა. სამწუხაროდ ზარანდია რომელიც მოედანზე შემოიყვანეს მასთან შედარებით ჯუჯააა! წარმატებები გიო!
გაბო
10:41 09-12-2019
2
ისევ გენტშია,რომა და ბაიერნზე იძახდნენ,განსაკუთრებით ბაიერნი აქტიურობსო წერდნენ
jiji
20:18 08-12-2019
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული