11 დეკემბერს მოსკოვის "ლოკომოტივი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად "ატლეტიკოს" შეხვდება და უკვე მადრიდშია, სადაც "რეალის" ბაზაზე ემზადება.
"ლოკომოტივმა", ისევე, როგორც წინა სეზონში, ვადამდე "გაინაღდა" ბოლო ადგილი და მისთვის ამ მატჩს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.
გუნდთან ერთადაა მცველი საბა კვირკველია, რომელსაც მწვრთნელი იური სიომინი არაფრის დიდებით არ ათამაშებს. ეგ კი არადა, კლუბის საიტზეც ძნელია საბას სურათის მოძიება - თუ შემთხვევით ვინმეს ფონზე არ დაფიქსირდა. ეს ფოტო "ლოკოს" ესპანეთის დედაქალაქში ჩაფრენისასაა გადაღებული, სადაც ჩვენებური თავდამსხმელ ფედორ სმოლოვის ფონზე
გამოჩნდა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიძლება კვირკველია ნაახალწლევს მოსკოვის "დინამოში" გადავიდეს.
გრიგალავას გუნდმა "ლოკომოტივი" გააბითურა, კვირკველია კი ისევ სათადარიგოა
კვირკველიას არყოფნაში "ლოკომოტივმა" უკანასკნელი 10 წლის ანტირეკორდი დააფიქსირა
"ლოკომოტივს" არ ულხინს - საბა კვირკველიას მაინც არ ათამაშებენ
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "ლოკომოტივი" დეპოშია, კვირკველია - თადარიგში, "რეალი" - პლეი-ოფში