business-gazeta: "სპარტაკი" მზადაა ჯანო ანანიძეს ხელფასის სხვაობაც კი გადაუხადოს, ოღონდ წავიდეს

AutoSharing Option
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის "სპარტაკი" ჯანო ანანიძესა და აიაზ გულიევის გაშვებას გეგმავს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ 27 წლის ქართველ ფეხბურთელს უთხრა, რომ მას ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდება და სხვა კლუბში გადასვლა შესთავაზა, - იტყობინება sport.business-gazeta.ru.

თუ ანანიძე ახალ გუნდს მოძებნის, მაშინ "სპარტაკი" მზადაა შემდეგი წლის დეკემბრამდე ხელფასში სხვაობა დაუფაროს. ამჟამად ჯანო ანანიძე წელიწადში ხელფასის სახით 1.7 მლნ ევროს იღებს.

შეგახსენებთ, რომ ანანიძე "სპარტაკში" 2009 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან რუსულ პრემიერლიგაში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ყველა ტურნირზე
- ჯამში 10.

მკითხველის კომენტარები / 15 /
პროფესიონალიზმზე, ღირსებაზე , ქვეყანაზე და საკუთარ თავზე მეტად როგორ უნდა გიყვარდეს კაცს ფული , რომ დაგცინოდნენ, სძულდე არ გაფასებდნენ და მაინც მანდ დარჩე.. :(
მწარე
00:50 14-12-2019
0
რატომ მბლოკავთ? ჯანოს აღნაგობის კაცი მუდამ ბავშვებში უნდა თამაშობდეს. თვითონ არ ცდილობს განვითარებას და ზარმაცია.
სტატუს ქუო
12:23 11-12-2019
1

სიახლეები პოპულარული