საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ "ფეისბუქზე" "რანდერსს" გამოსამშვიდობებელი პოსტი მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ყველაფერი 2.5 წლის წინ დაიწყო. ამ კლუბმა ჩემს საფეხბურთო ასპექტებსა და ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ადვილი არის კლუბის დატოვება, რომელიც ძალიან გიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში გიწევს ხანდახან რთული გადაწყვეტილების მიღება და ახლა ეს დროა. მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა და მენდობოდა ამ დროის განმავლობაში: ყველა ფეხბურთელს, მთელ სტაფს და გულშემატკივრებს თანადგომისთვის და თბილი ურთიერთობისთვის. ყოველთვის იქნება ჩემს გულში "რანდერსი" და ყოველთვის ვიქნები "რანდერსის" გულშემატკივარი.
ნახვამდის", - დაწერა ლობჟანიძემ.
შეგახსენებთ, რომ "რანდერსმა" ქართველი ფეხბურთელი "ანკარაგიუჯიუში" გაყიდა. ლობჟანიძემ "რანდერსში" 91 მატჩი ჩაატარა, სადაც 32 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.