
"რანდერსიდან" გადასული ქართველი შემტევი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე "ანკარაგიუჯიუმ" წარადგინა.
საბას პრეზენტაცია გუნდის კიდევ 10 ახალწვეულთან ერთად მოუწყვეს. მათ შორის არიან:
მეკარე: რიკარდო ფრიდრიხი (ბოდო გლიმტი, ბრაზილია)
ნახევარმცველები: ჟერსონ როდრიგესი (კიევის დინამო, ლუქსემბურგი), კონრად მიჩალაკი (ახმატი, პოლონეთი), დანიელ ლუკაშიკი (სანდჰაუზენი, პოლონეთი), მილოშ სტანოიევიჩი (სარაევო, სერბეთი)
თავდამსხმელები: ჟელმირ რივასი (ბოსტონ რივერი, ვენესუელა), ნდუკა ოზოკვო (ვილი, ნიგერია)
19 ტურის შემდეგ ანკარული გუნდი თურქეთის ჩემპიონატზე 13 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, ფაქტიურად გუნდი სრულად გადაახალისა და ახალწვეულებით შეეცდება სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებას.
2 თებერვალს, "ანკარაგიუჯიუ" "კასიმპაშას" უმასპინძლებს და
ალბათ, 26 წლის ლობჟანიძის დებიუტიც შედგება.

ყველაფერი 2.5 წლის წინ დაიწყო - საბა ლობჟანიძე "რანდერსს" დაემშვიდობა
"რანდერსი": ლობჟანიძე გავყიდეთ და ძალიან გავიხარეთ - ჩვენი მიზანი მუდამ მოგების ნახვაა
ცნობილი გახდა რა თანხა გადაიხადა "ანკარაგიუჯიუმ" ლობჟანიძის ტრანსფერში