საბა ლობჟანიძემ "ფენერბახჩეს" გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუმ" საკუთარ მოედანზე "ფენერბახჩე" 2:1 დაამარცხა.

ანგარიში ამ მატჩში ლობჟანიძემ გახსნა. მან თავის ახალ გუნდში სადებიუტო გოლი მე-13 წუთზე გაიტანა და 73-ე წუთზე შეცვალეს. შემდეგ კიევის "დინამოდან" იჯარით აყვანილმა ლუქსემბურგელმა თავდამსხმელმა ჟერსონ როდრიგესმაც დალაშქრა "ფენერის" კარი. ორივე საგოლე გადაცემა პოლონელმა ნახევარმცველმა კონრად მიჩალაკმა გააკეთა. კომპენსირებულ დროში სტუმრებმა ერთი საპასუხო გოლის გატანა შეძლეს.

რაც საბა გადავიდა, ანკარის გუნდმა 3 მატჩში 7 ქულა მოიპოვა, 20 ქულით მე-15 ადგილზეა და 23 თებერვალს სტუმრად "გენჩლერბირიგლის" დაუპირისპირდება. არადა, სანამ გადახალისდებოდა,
"ანკარაგიუჯიუ" ყველას გასავარდნად განწირულად მიაჩნდა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
წარატება შენ საბა
გგგგ
15 თებერვალი 2020 23:28
0
აბურჯანიამაც გაიტანა ტვენტეს შემადგენლობაში!!!კარგია,რაც მეტი მით უკეთესი!!!მეტი და მეტი გაგეტანოთ ბიჭებო!!!
Alex.F
15 თებერვალი 2020 23:24
0
წინა კვირას ვთქვი ფენერს გაუტანს მეთქი და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი წარმატებები
irakli
15 თებერვალი 2020 23:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული