კვირკველიამ "ლოკომოტივის" სასტარტოში საბოლოოდ დაიბრუნა ადგილი

AutoSharing Option

კარგა ხანი ქართველი ლეგიონერები კარგი თამაშით ვერ გამოირჩეოდნენ, რაც ბელარუსთან მომავალი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ საგანგაშო გახლდათ, თუმცა, საბედნიეროდ, გასულ უქმეებზე გოლებითა და საგოლე გადაცემებით გაგვახარეს და კიდევ ერთი ჩინებული ამბავი:

 

საბა კვირკველია კვლავ "მჭიდშია"

საბამ, რომელიც 6 თებერვალს 28 წლის გახდა, მოსკოვის "ლოკომოტივის" სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და დღესაც, ნორვეგიის "ვოლერენგასთან" მოგებულ სპარინგში (2:0) საიმედოდ გაისარჯა. ამ მატჩში ტრავმა მიიღო მოსკოვური გუნდის ცენტრალურმა მცველმა ვედრან ჩორლუკამ და შეცვალეს.

"ლოკო" უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრას 22 თებერვალს "ჩაიკასთან"

ჩაატარებს, 29 თებერვალს კი, რუსეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში, პეტერბურგში "ზენიტს" დაუპირისპირდება.
იმასაც გეტყვით, რომ ტრავმის შემდეგ მწყობრში ჩადგა "უფას" მცველი ჯიმი ტაბიძე - ის დღეს შვეიცარიის "რაპერსვილთან" შეხვედრაში (2:1) ძირითად შემდგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მიდი ვაჟა!.
მაგარია ვაჟას დაბრუნება ძირითადში.
მიდი ბუდუ!
19 თებერვალი 2020 15:19
8
ვაჟა ფშაველა? სახელი მაინც დაგეწერა სწორად?
მერაბ მაღლაკელიძე
19 თებერვალი 2020 17:12
0
Vaso მაგრად ვიხალისე შენ კომენტარზე. ფეხბურთელებს ისე მოიხსენიებ კაცს გეგონება გუშინაც ერთად ისხედით სუფრასთან.მაგარი ანალიტიკოსი ხარ:რაღადროს ებრალიძეა თუ ძმა ხარ.მაგრად ვიხალისე,გაიხარე ძმა.ისე ნაკრებში დასაქმებაზე რას იტყვი?მაგარი ანალიტიკოსი ხარ....
G.l.
19 თებერვალი 2020 11:24
1
ამ ცხოვრებაში ყველას რო აზრის გამოხატვის და ინტერნეტთან წვდომის საშვალება გაქვთ უკვე მარაზმია...ვაიი ანალიტიკოსები ხართ ჟურნალისტებიდან დაწყებული 90% ფსევდო გულშემატკივრებით დამთავრებული... კაკაბა უმნიშვნელოვალესიაო რო იტყვი (თუ თვითონ ოთარი არ წერს) "შენ თუ კამპეტი გქონდეს ნაჭამი ჩემი ........"
Wtf
19 თებერვალი 2020 10:41
5
ოოო ძალიანაც სასიამოვნო.საბაც და ჯიმიც ძალიან მებრძოლები არიან და თან ეტყობათ ბიჭებს ყველა მაგრად ინდომებს.წინ კიდე ერთი თვეა.მეტი პოზიტივი უნდათ ჩვენს ბიჭებს მეტი გვერდში დგომა.ისეთი გუნდი იკვრება ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს
თემური
19 თებერვალი 2020 05:51
0
ვასოს მინდა უთხრა, ჩემო აქ ებრალიძეზე და პარუნაშვილზე წერდი, კარგი რა რა დროს მაგათ ნაკრებში გამოძახება და ექსპერიმენტების, არც ერთს არ ვერჩი ნეტავ ორივემ ტოპ ლიგებში ითამაშოს, მაგრამ ამ ეტაპისთვის არცერთი არ არის მზად, ებრალიძე რუმინეთის ბოლო ადგილოსან გუნდში თამაშობდა და იქაც ვერაფერი ქნა და ისევ პორტუგალიის მეორე ლიგის მაჩანჩალა გუნდში გადავიდა, ასე რომ ეხლა მაგის დრო და გამოცდები არ არის, მერე თუ მოუმატებენ დიდი სიამოვნებით
ზიზუ
19 თებერვალი 2020 04:03
0
აი ჯიმის დაბრუნება, ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია. საბა, გინდ დაბრუნდეს ლოკოში, გინდ არა, ნაკრებში მაგის იმედი ჩემს მტერს ექნა, არც ათამასებს, თუ დვალმაც მოასწრო ფორმაში შესვლა. სამი უძლიერესი ცენტრი გვყავს დაცვაში. ჯიმი,ლაშა და გრიგალავა.მთავარია ფორმაში იყვნენ. კვერკვე გაჭირვების დროს შეიძლება და კარგია ტუ პრაქტიკა ექნება, უპრაქტიკოდაა კაშია, ვნახოთ როგორ ფორმაში იქნება ხოჭოლავა, აბურჯანიაც ფორმაშია, გვილიაც, კვარაც, დავითაც, ებრალიზე ძირითადში ჩაჯდა და დასაძახებელია. კიტეს არ თამაში ცარ მესიამოვნა, რა სჭირს ნეტა? ზივზივაძე ფორმაშია და დასაძახებელია, ჭანტურიშვილი ფორმასია,ჩაკვე შედის მწყობრში, საბა ლობჟანიძე ფორმაშია. ხარაც მზად იქნება ალბად. ქვილო ფორმაშია, მაკარიძეც. ერთი ზარანდია და პაპუნაშვილმა ვერ იპოვეს თავი და ეგ მაჯავრებს, არაბიზეც დაბრუნდება, პარუნაშვილი დასაძახებელია აუცილებლად . გვყავს გუნდი თუ კარგად დააყენებს ვაისი და გამოიძახებს ამ ბიჭებს, არაა ეხლა ძმაკაცობის და მაიმუნობის დრო. ებრალიძე იმსახურებს ნაკრებს და უსამართლობაა მაგის არ დაძახება, მაგას სეუზლია გარემარბად ორივე ფლანგზე თამაში, თან უკანდახეული, ანუ კაკაბაძის ადგილზე. არც კაკაბაძე ბრწყინავდა დაცვასი, შეტევაში უკეთესი იყო და ავთო, მაგას ჯობია სეტევაში და იმხელა გამოცდილებ აქვს, რომ დაცვასაც მშვენივრად წაადგება ფლანგზე თუ დააყენებენ რა თქმა უნდა, ფიზიკურად ძლიერია, დარტყმა კაიაქ. საჭიროა მაგ ბიჭი. დაჟე საყრდენადას გამოიყენებს კაცი და უნივერსალია რა. რას ერჩიან არ ვიცი. სეიძლება დაუძახოს, არ გამიკვირდება.
vaso
19 თებერვალი 2020 03:53
26
დიდებულია ჯიმის და საბას ამბავი!!! კაკაბაძეზეც დაწერეთ რამე რაღაც უყურადღებოდ რომ დაგვრჩა,კაკაბაძე უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ნაკეებისთვის...
ბაჩი
19 თებერვალი 2020 01:13
2
შვენიერია საბას ძირითადში დამკვიდრება და არანაკლებ სასიხარულოა ჯიმის დაბრუნება. ორივისი ძალიან მეიმედება. წარმატება ჩვენ ბიჭებს.
G.LA
18 თებერვალი 2020 23:16
1
ძალიან კარგი სიახლეა.საბა კვირკველიაზე ბევრი იქნება დამოკიდებული მოახლოებულ პრინვიპულ მატჩში,ისევე როგორც სხვა დანარჩენზე და კარგია რომ ფორმაში იქნება.ასევე ძალიან გამახარა ჯიმი ტაბიძის დაბრუნებამ,ამ ბიჭის ძალიან მეიმედება.
ქობულეთიდან
18 თებერვალი 2020 22:51
1
ორივე სამტრედიელია. წესიერი და პატიოსანი ოჯახის შვილები. მშობლები - უპატიოსნესი
ხალხი. საბა და ჯიმი მთელ სამტრედიას ეხმარებიან. თქვენს კაცობას გაუმარჯოს
ბიჭებო!!!
ჯემიკო
18 თებერვალი 2020 22:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული