ზივზივაძემ გაიტანა და თავის გუნდს ნახევარფინალისაკენ მიუძღვის

AutoSharing Option
უნგრეთის თასის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში, რომელსაც 650 მაყურებელი დაესწრო, "მეზოკოვეშდმა" სტუმრად "პუშკაში" 1:0 ბუდუ ზივზივაძის მიერ 47-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა და ნახევარფინალისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 11 მარტს მეზეკოვეშდში გაიმართება.

რაც შეეხება ჩემპიონატს, ზივზივაძის გუნდი 23 ტურის შემდეგ 41 ქულით მესამე ადგილზეა და 7 მარტს სტუმრად "კაპოშვარის" დაუპირისპირდება. ჩვენებურმა პირველობის 22 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
საბა ლობჟანიძეს ნამდვილადააქვს ცენტრფორვარდად თამაშის პოტენციალი. მაგასავით პოზიციას ვერავინ ვერ არჩევს, სწრაფია,ტექნიკურია, თავითაც თამასობს. ცოტა დარტყმა კი აქვს გასასწორებელი. მერე რა რომ კრაიზე თამაშობს, თან ორივეზე. როცა ვაისამ დააყენა ცენტრში, მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, უბრალოდ პირველად მიეცა მასინ შანსი და მაგრა ღელავდა, აშკარად ეტყობოდა და ამიტომ ჩქარობდა.
ჭოლა
01:04 05-03-2020
0
ზოგიერთებისაგან განსხვავებით სახუმაროდ საქმე ნაღდად არა გვაქვს. მაგრამ თუ გოლი არ გავიტანეთ ისე ვერ მოვიგებთ.შევხედოთ ბოლო წლებში ვის გააქვს გოლები, ვინ უფრო მონდომებულია. სად არის ეხლა ვაისი, რას საქმიანობს, ესწრება თუ არა ჩვენი ლეგიონერების თამაშებს, თუ ჩეხურ ლუდსა სვამს,ვინ იცის? ბუდუ წლიდან წლამდე უმატებს, ჟილკიანი ბიჭია,ამჟამად სხვაზე ხშირად გააქვს გოლები და ჩემი აზრით საქართველოს სახელით უფრო მეტად მოინდომებს.
ჭუმიკა
00:03 05-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული