ტაბიძემ "ზენიტთან" კარგად ითამაშა და სანაკრებოდ მზადაა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ჯიმი ტაბიძის "უფამ" პეტერბურგში ჩემპიონსა და მიმდინარე გათამაშების ლიდერ "ზენიტს" ფრე გაუგორა - 0:0.

მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, 42 191 მაყურებელი დაესწრო და სტუმრებმა მასპინძლებს არაფერში დაუდეს ტოლი.

ისევე, როგორც გასულ ტურში "კრასნოდართან", ტაბიძემ ამჯერადაც შეუცვლელად და უშეცდომოდ ითამაშა. მან და მისმა თანაგუნდელებმა მასპინძელთა გუნდის შემტევებს - ძიუბასა და მალკომს გასაქანი არ მისცეს და დამსახურებული ქულა მოიპოვეს.

სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ნახევარმცველმა ნიკოლაი გიორგობიანმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

"უფა" 26 ქულით მე-8 ადგილზეა, 15 მარტს მოსკოვში ცსკა-ს
დაუპირისპირდება, 22 მარტს "ტამბოვს" უმასპინძლებს, შემდეგ კი ტაბიძეს მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი, ალბათ, საქართველოს ნაკრებში ბელარუსთან მატჩისთვის უხმობს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
უნივერსალური მცველია, დაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშებს, განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგზე. მარცხნივ - დვალი, რასაკვირველია ტრავმა თუ არა აქვს.
თენგაბი
11:29 10-03-2020
2
წარმატებები, გაიხარე!
alexandre
11:04 10-03-2020
0

სიახლეები პოპულარული