ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელსაც "ანორთოსისთან" კონტრაქტი უმთავრდება, შეიძლება "როტორში" გადავიდეს, - იტყობინება თავისი ტელეგრამარხით ჟურნალისტი სერგეი ეგოროვი.
ჯანო რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებულ ვოლგოგრადულ გუნდში მედშემოწმებას ივნისში გაივლის.
"ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა მედშემოწმების შედეგების მიხედვით შეფასდება. სავარაუდო პირობები - ერთწლიანი ანაზღაურებითი კონტრაქტი თვეში 1.5 მილიონი რუბლის (21 093 დოლარი) ოდენობით", - წერს ჟურნალისტი.
"როტორში" "რუბინიდან" იჯარით გადასული თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე თამაშობს, თუმცა ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა ის გუნდში.
რა იქნებოდა საქართველოში ეთამაშა, მაგრამ 2 ათას დოლარად, თუნდაც ექვსი თვე, რატომ არ უნდა, თუ ყველაფერს ფული წყვეტავს? მერე არ თქვათ პატრიოტიზმი და რამეო. რა პატრიოტიზმი, რომელი სამშობლო ტოოო? მთავარია ბაღანეს მაყუთი ქონდეს, ინტერესს მისცემდა ახალგაზრდებს, თამაშებსაც, მაგრამ... მალჩიშკა!