გავიხსენოთ, როგორ შეაფასა უტკინმა ხვიჩას ტრანსფერი "რუბინში"

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა ყაზანის "რუბინის" ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა კომენტარი.

"ბევრი შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ცსკა-მ "რუბინთან" გამართულ მატჩში ვერ გაიმარჯვა, თუმცა, იმედია, არ მიწყენთ. როგორ ფიქრობთ, რისთვის იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია?!

სწორედ იმიტომ, რომ მას გუნდისთვის შედეგი მოეტანა; იმიტომ, რომ გაზრდილიყო. აი, შეხედეთ: "ურალის" კარი ვარდნაში გიჟური გოლით დალაშქრა. აქ ცსკა-სთან წაიღო ბურთი და პენალტი მოიპოვა, ბრწყინვალე მოძრაობით ჩამოიშორა მოწინააღმდეგე, რომელმაც შემდეგ წააქცია", - თქვა უტკინმა "ეხო მოსკვის" ეთერში.

19 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის
მიმდინარე გათამაშებაში 25 შეხვედრა ჩაატარა, ძირითად შემადგენლობაში კი 12 მატჩი დაიწყო. მოედანზე გატარებულ 1286 წუთში ხვიჩამ 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
კაი ბიჭია ხვიჩა და ნორმალური დასაწყის აქვს. მან შრომან კიდევ უნდა მოუმატოს. ჩვენ ნორმალური არ დაგვაკმაყოფილებს, ხვიჩა ძალიან მაგარი ფეხბურთელი გვინდა დადგეს, მას ამის მონაცემები აქვს. წარმატება ხვიჩას.
G.LA
14 ივლისი 2020 19:24
3
რაო რუსულ გუნდში არ გამოდის ხვიჩა? თუ მარსზზეა წასული და იქ მარსიანელებს ეთამაშება? ამიტომ მოკეტეთ და თორნიკეს ნუ ეხებით. ერთ ქართველს აქებთ რუსულ გუნდში, მეორეს აძაგებთ რატომ გადავიდაო! სად არის აქ ლოგიკა?!
g.la-s ცოტა აზრზზე მოდით.
14 ივლისი 2020 20:45
29
რატომ მეუზდელები? გინდა მართლა მოგაკეტინო შე პამპერსიდან ამოფუებულო ლაწირაკო?
დაისვენე რა, ღმერთი არ გასვენებს?
G.LA
14 ივლისი 2020 23:32
7
რუბინს ძალიან კარგი სპორტული დირექტორი ყოლია 18 წლის ბიჭები ტალანტები კვარცხელია და დავითაშვილი ფაქტიურად უფასოდ აიყვანეს კლუბში 5 წლიანი კონტრაქტები გაუფორმეს და მისცეს სათამაშო დრო ნდობა და ბიჭებმაც გამართეს ეს კლუბის მოლოდინი ბოლომდე და 1-2 წელიწადში რუბინი მილიონებად გაყიდის ორივეს და დიდ ფულს იშოვის ამ ფეხბურთელებისგან ამაზე იყო ზუსტად გაბრაზებული ლოკოს ხელმძღვანელობა რო ამისთანა ტალანტი ცხვირწინ ააცალა რუბინმა ლოკომოტივს.
ზურა
14 ივლისი 2020 19:07
1
რუსულ ჩემპიონშიპზე წერენ რომ დორტმუნდის ბორუსია უკვე დეტალურად სწავლობს კვარაცხელიას და შეიძლება ზამთარშივე იყიდოს თუ ვერ იყიდა მომავალ წელს ხელიდან არ გაუშვებს.დიდი შანსია რომ საქართველო ევროპაზე მოვხვდეთ და იქ რომ მაგარ რაღაცეებს ჩაატარებს ეჭვიც არ მეპარება.შესაბამისად ფასიც აიწევს.ამიტომ იჭერენ დორტმუნდელები თადარიგს.დორტმუნდი რომ ტალანტების სამჭედლოა და მერე ბევრად ძვირად რომ გადაყიდიან ხოლმე ყველასთვის ცნობილია.
სასიხარულო ამბავი.ამაშია საქმე
28 ოქტომბერი 2020 18:31
0
არავის საკითხში არ ვერევი, მაგრამ შენგელიას მხარდამჭერი ჯგუფი უკვე ნამეტანს შვება, მოწინააღმდეგეებს აშკარად "გადაუჯოკრეს".
გოჩა
14 ივლისი 2020 20:49
20
შენ კომენტარზე გემჩნევა,რომ იარაღი არ გაგიგდია ხელიდან რუსეთთან ბრძოლაში. ნეტავ 2008 წელს წად იყავი?! ცხინვალის თუ წითელი ხიდის მისადგომებთან?
:-)
15 ივლისი 2020 05:32
11
ვნახე გუშინდელი თამაში როსტოვთან. მართლაც შესანიშნავად ითამაშა ხვიჩამ. ვფიქრობ ჩაკვეტაძეზე არანაკლები ტალანტია.ვფიქრობ მალე დიდი მოთხოვნა იქნება მასზე ტოპ გუნდებიდან. რაც შეეხება თოკოს ვუსურვებ წარმატებებს.
ჯ. ჩარკვიანი
17 ივლისი 2020 08:17
2
უტკინი ჯიგარია
kaxa
29 ოქტომბერი 2020 16:26
0
საქმე იმაშია რომ კვარაცხელია ნაკრების კაპიტანი არ არის. მგონი განსხვავება ნახავ.
კუკური
16 ივლისი 2020 18:07
9
ტოპ გუნდში სათამაშოდ ჯერ არაა მზად ხვიჩა. იქ ყველა ტალანტია და თავზე ხელს არავინ გადაგისვავს. ამიტომ სუნთქვა უნდა გაიძლიეროს და თუ წავა, ძირითადში უნდა დადგეს, რადგან ბარსელონას სათადარიგოზე ჯდომას, ბოლნისის სიონის ძირითადში თამაში ჯობია.
ჟორა გაბრიჭიძე
29 ოქტომბერი 2020 11:30
2
ეს რუსეთის ნაკრებში გამოდის ხომ?
rao mere givma?
14 ივლისი 2020 18:24
54
არ გამოგდის ეგ ბაზარი , ყველამ იცის რომ საქართველოს ნაკრებში გამოდის და ნუ ცდილობ უარყოფითად განაწყო ვინმე
გივმააა თი ვინცაას
14 ივლისი 2020 21:41
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული