ქართველების "როტორი" ჩასაძირად გაწირეს

AutoSharing Option
ადრე გავრცელებული ინფორმაციით "როტორის" 10 ფეხბურთელი და მათ შორის, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი კორონავირუსით არიან დაინფიცირებულები.

მძიმე სიტუაციაში მყოფმა ვოლგოგრადულ გუნდმა, რომელიც ისედაც აუტსაიდერია, მატჩების გადადება მოითხოვა, მაგრამ უარი უთხრეს და 3 შეხვედრაში ტექნიკური წაგება, 0:3 ჩაუთვალეს - 2 ჩემპიონატზე "კრასნოდართან" და "როსტოვთან" და თასზე სტავროლოპის "დინამოსთან".

ერთი სიტყვით, იმის ნაცვლად, რომ რთულ ვითარებაში მყოფი გუნდისთვის დახმარების ხელი გაეწოდებინათ, ფაქტიურად პრემიერლიგიდან გასავარდნად გაწირეს.

შეგახსენებთ, ზემოთნახსენები ფეხბურთელების გარდა "როტორში" საბა კვირკველია თამაშობს და ახლახან ბათუმის "დინამოდან" ჯოვინო ფლამარიონი
გადავიდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
უბედურება ადამიანების სიბნელეა. არ სჯერათ რომ ეს ვირუსი არსებობს და პანდემიაა. აქედან მომდინარეობს ეს პრობლემები მათ შორის ჩვენთანაც. რამდენიც გინდათ მინახავს ჩვენში ეგეთები. ეხლა იძახონ ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა რომ არაფერი სჭირთ და ჯანმრთელები არიან და ითამაშონ, არ უნდათ? თუ ესე გაგრძელდა ეს მარტო დასაწყისი იქნება.
გიორგი
16:07 26-09-2020
0
ვეთანხმები სოსოს, სადაც ეგ ჯუღელაა ყველგან კორონა, ხოლერა და შმორის სუნი,
kaxi
17:37 26-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული