ქვილითაიამ გაიტანა, ოქრიაშვილი გააძევეს, გვილია და ზივზივაძე პლეი-ოფში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს.

"ანორთოსისი" უკვე 21-ე წუთზე 0:2-ს აგებდა სტუმრად "ბაზელთან". 45-ე წუთზე ვრგოჩმა ანგარიში შეამცირა, 50-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, ხოლო 67-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ პენალტი გაიტანა. საბოლოოდ, 2:3 და ფამაგუსტური გუნდი გათამაშებას გამოეთიშა. გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.

ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარმა" საკუთარ მოედანზე პენალტების სერიაში (ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა) 4:1 დაამარცხა ფრანგული "რეიმსი". ჩვენებური სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.

ვაკო გვილიას "ლეგიამ"
ვარშავაში 2:0 მოუგო კოსოვოს "დრიტას". გვილია 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 2:0 იყო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
0
ლორიამ რა ბურთები ყლაპა სამივე. მგონი სანაკრებოდ მეკარის პოზიციაც კითხვის ნიშნის ქვეშაა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული