ზურაბ ხიზანიშვილი: თუ პასპორტის პრობლემა მოგვარდა, მიქაუტაძე ამ მატჩში ითამაშებს...

AutoSharing Option
საქართველო 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ბელგიაში მოთამაშე გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვინდა, რომ მან საქართველოს ნაკრებში ითამაშოს!.. მე პირადად მასთან მოლაპარაკება არ მქონია, მაგრამ ვიცი, რომ ელაპარაკნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ვასილ მაისურაძეც დაინტერესებულია ძალიან...

როგორც ვიცი, ამჟამად პრობლემა ის არის, რომ მიქაუტაძეს არ აქვს ქართული პასპორტი. იმედი გვაქვს ყველას, რომ ეს პრობლემა მოგვარდება და ახალგაზრდულ ნაკრებს სლოვაკეთთან რომ დარჩა თამაში, იმ შეხვედრაში
გიორგი მიქაუტაძეც მიიღებს მონაწილეობას. მუშაობა ამაზე მიდის..." - განაცხადა "ხიზანამ".

ინტერვიუს სრული ვერსიის სანახავად ეწვიეთ LELO.ge-ს

მკითხველის კომენტარები / 18 /
თქვე ჩემისებო არაბებს და ინდოელებს აძლევთ უპრობლემოდ პასპორტებს და ამ ბიჭზე რა გახდა?????
oxxxx
09:35 23-10-2020
2
ზოგადად ქართველებს რომ გვჩვევია სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა - ეს არ არის ახალი ამბავი. ითამაშებს თუ არა საქართველოს ნაკრებში ეს მისი გადასაწყვეტია და ძაან როლებში ნუ შევიჭრებით :)) ქუთათელაძის არ იყოს, დაწერა პოსტი იმის შესახებ, რომ ხალხი განხილავდა რატომ არ ჰქონდა დროშა თან, რატომ არ ეკეთა ჯვარი? - ასეთი ხალხი ფსიქიკურად ნორმალურია საერთოდ? საკუთარ თავებს მივხედოთ სჯობს, ყველას თავისი თავი ზეპატრიოტი რომ ჰგონია
ბექა
19:40 22-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული