რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია დორტმუნდის "ბორუსიის" ინტერესთა სფეროში აღმოჩნდა (Championat.com).
როგორც ცნობილია, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა, ფაქტია, რომ გერმანული გრანდის ხელმძღვანელობა ხვიჩას ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს.
ბოლო პერიოდში კვარაცხელიას ევროპის რამდენიმე კლუბს უკავშირებენ. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ალბათობა, რომ 19 წლის ფეხბურთელი კარიერას ტოპ-5 ლიგის რომელიმე გუნდში გააგრძელებს, საკმაოდ სოლიდურია.
შეგახსენებთ, რომ sports.ru-ს ინფორმაციით, ხვიჩას კანდიდატურას თურქული "გალათასარაიც" განიხილავს.
18:16 28-10-2020
კვარაცხელია ბუნდესლიგაში? - დორტმუნდი ქართველი ტალანტით დაინტერესდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 18 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ხალხო, რატომ გავიწყდებათ, რომ ტოპ კლუბში ფეხბურთს არ ასწავლიან, იქ ფეხბურთის თამაშს გთხოვენ. ხვიჩას კი ბევრი რამე აქვს სასწავლი იმისათვის, რომ გადასვლისთანსვე ძირითადში დადგეს, ამიტომ დღეისათვის ის იქაა სადაც მისი ადგილია, რადგან ბარსას ან რომას სათადარიგო სკამზე ჯდომას ათასჯერ სჯობს რუბინის ძირითადში თამაში.
75
8
უყურეტ ამ გადაცემას 2 საათიანი ვიდეო ხვიჩაზე სადაც სლუცკი ამბობს რომ მხოლოდ ხვიჩას გულისთვის დარჩენა ღირდა რუბინშიო https://www.youtube.com/watch?v=7aKoKEOtHdw&t=8s&ab_channel=Nobel
44
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული