მიქაუტაძეზე მწვრთნელმა ისაუბრა: დიახ, ის ფენომენია!

AutoSharing Option
საფრანგეთის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ბელგიის პროქსიმუს ლიგაში ბრწყინვალედ თამაშობს და 9 მატჩი უკვე 15 გოლის გატანა მოასწრო, რითიც მედიის ყურადღება მიიპყრო და ბელგიურმა ტელევიზი T2-მა მასზე რეპორტაჟი მოამზადა.

სიუჟეტში გიორგის პერსონალური და ფეხბურთო ბიოგრაფია მოკლდაა მოთხრობილი და მასზე "სერანის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მარკ გროჟანი საუბრობს. თავად მთავარმა მწვრთნელმა ემილიანო ფერერამ გიორგის შესახებ Sports Weekend-თან გააკეთა განცხადება.

"ამ ბიჭს გოლების გატანა ძალიან ადვილად შეუძლია, ნებისმიერი პოზიციიდან, ნებისმიერ სიტუაციაში. გიორგის ბრწყინვალე ტექნიკა აქვს, კარგი სისწრაფე, გოლის საოცარი ალღო, ეს
მისი საუკეთესო თვისებებია,"- თქვა გროჟანმა.

"დიახ, ის ფენომენია, აბა რა! მას ყველანაირი გოლის გატანა შეუძლია, მიქაუტაძეს წინ დიდი კარიერა ელოდება,"- შეაქო შეგირდი ფერერამ.

თავად გიორგი, უფრო მოკრძალებული იყო:

"აქ სათამაშო წუთების მისაღებად ჩამოვედი. მინდა ყველას ვაჩვენო, რომ ლიგა 1-სა და "მეცში" სათამაშოდ მზად ვარ."

გარდა ამისა, სატელევიზიო რეპორტაჟის ბოლოს, მიქაუტაძემ საოცნებო კლუბი და ტიტულებიც დაასახელა:

"ოცნების გუნდი? ჰმ, "ბარსელონა". ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო თასი? ორივე და "ოქროს ბურთიც","- დაამატა ხუმრობით 20 წლის ფორვარდმა.



მკითხველის კომენტარები / 20 /
ეს ფეხბურთელი ნაკრებს ჭირდება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს რო ამან საქართველოს ნაკრებში ითამაშოს.
ziko
16:39 15-11-2020
0
ბავშვის ბრალი არაფერია! მშობლებს მოკითხეთ!!! ვიცი რო ბევრი შეგნებულად ქართულსაც არ ასწავლის, არიან ასეთებიც სამწუხაროდ, და ყველაფერ ქართულს აგდებულად და ირონიიით უხსნიან და ბავშვსაც აღარ აქ მერე ინტერესი, შეიძლება სამომავლოდ მერე თვითონ სისხლმა უყივლოს და მაინც თავის ქვეყნისკენ გაიხედოს, მარა ბევრია გაუნათლებელი, თავის სამშობლოზე გაბოროტებული ქართველი საზღვარგარეთ და თავიანთ შვილებს არ უბერავს საქართველოს სიყვარულს...
Vasili
10:59 11-11-2020
1

სიახლეები პოპულარული