ჯანო: ჩემზე სისულელე დაწერეს - იანვარში 100%-ით მზად ვიქნები

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ უკმაყოფილება გამოთქვა "როტორის" მწვრთნელის, ალექსანდრ ხაცკევიჩის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, თითქოს მუხლის პრობლემის გამო ფეხბურთელის კარიერის დასრულებას აპირებს.

"გუშინ სახლში საქართველოსა და სომხეთის მატჩს ვუყურებდი. შეხვედრის შემდეგ ეს სიახლე "ჩამიგდეს". რა შემიძლია ვთქვა? არ მიყვარს, როდესაც ჩემზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ამიტომ გადავწყვიტე უარმყოფელი პოსტის გამოქვეყნება. ეს სიცრუეზე ჩემი რეაქციაა - ხალხმა, რომლებმაც არ იციან ჩემი მდგომარეობა, ამ სისულელის დაწერა გადაწყვიტეს.

არ ვიცი, რა თქვა ხაცკევიჩმა, სათაური ვნახე, შემდეგ ჩემთვის წაკითხვა საინტერესო არ იყო, რა ეწერა იქ და
საერთოდ ამას ვინ ამბობდა. ამიტომ ეს საერთოდ არ მაინტერესებს, ხაცკევიჩმა დაწერა თუ კიდევ ვინმე სხვამ, რადგან ყველაზე მთავარია რას ვფიქრობ დ ვგრძნობ. თუ კარიერის დასრულებას გადავწყვეტ, ყველაზე პირველი მე ვიტყვი. ჩემს მაგივრად ვიღაც რატომ ლაპარაკობს?

ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ, მოსკოვის შემდეგ თურქეთში ვიყავი, სადაც ვმკურნალობდი და შემოწმება გავიარე. აღდგენის მეორე ეტაპს გავდივარ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად გავემგზავრე. მითხრეს, რომ არაფერი სერიოზული არ მჭირს. სამკურნალო პროცედურებს გავდივარ, დავრბივარ და ვვარჯიშობ. ვფიქრობ, იანვარში 100%-ით მზად ვიქნები", - ციტირებს ჯანოს Sport24.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ბევრი მოსაზრება გამოითქვა ნაკრების მარცხის მიზეზებზე, მე უმთავრესი მგონია ცენტრის მოშლა, რაც ჯანოს და კიტეიშვილის არ ყოფნამ გამოიწვია, შეიძლება ბექჰემივით და პირლოსავით არ აკეთებს ნავესებს მაგრამ ფლანგიდან ფლანგზე ძალიან სწორად ანაწილებენ პას და ცვლიან მატჩის დინამიკას. გამოჯარმთელება ჩვენს ბიჭებს.
Semi
17 ნოემბერი 2020 10:30
0
ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელია
სტალინი
16 ნოემბერი 2020 22:17
19
ზუსტად ჯანოსნაირი ფეხბურთელი აკლდა ნაკრებს მაკედონიასთან,ჯანო ბურთს იკავებს და მაგრად აკონტროლებს ასევე თამაშის რიტმს კარგად აკონტროლებს და ისეთ საჭირო პასებს აკეთებს რო რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია, ჯანო კარებშიც მაგრად და ზუსტად ურტყავს, რომელსაც დღეს ნაკრებში თითქმის ვერავინ აკეთებს.კარგად უნდა მოემზადოს მისთვის სათამაშო პრაქტიკა მნიშვნელოვანია ნაკრებს ჯანო ძალიან ჭირდება,მისთვის კარგი იქნება საქართველოს ჩემპიონატში თამაში რადგან ჯანოს ყველაზე მეტად როდესაც გამოვა სათამაშო პრაქტიკა ჭირდება.საქართველოს არ ყავს დასაკარგი ფეხბურთელები, ვითუმეტეს ისეთი ფეხბურთელი როგორიც ჯანოა.კიდევ ვიძახი ჯანო ნაკრებისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია.წარმატებები ჯანოს.
ziko
18 ნოემბერი 2020 14:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული