ქართველი ჯადოქარი, რომელმაც რომანტიკული ფეხბურთისადმი რწმენა დააბრუნა - ხვიჩა თათრეთში საუკეთესოდ დაასახელეს

AutoSharing Option
რუსულმა გამოცემა business-online-მა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია თათრეთის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა.

"ხვიჩამ ფეხბურთისადმი სიყვარული დააბრუნა - დიდი ხანია "რუბინში" არ უთამაშია ისეთ ფეხბურთელს, რომლის გამოც გულშემატკივრებს გუნდის მატჩების სანახავად ტელევიზორის ჩართვა მოუნდებოდათ ან სტადიონზე მივიდოდნენ. ქართველი ვუნდერკინდი ხვიჩა კვარაცხელია კი სწორედ ასეთი მოთამაშეა.

მისმა თამაშმა "რუბინის" მიმართ, როგორც პრესის, ისე ნეიტრალური ფანების ინტერესი დააბრუნა. დაუჯერებელი დრიბლინგი, უმნიშვნელოვანესი გოლები, ეშმაკური გადაცემები, მოპოვებული პენალტები, მოტყუებებით პრემიერლიგის ლიდერობა და ევროპული კლუბების მუდმივი ინტერესი: ხვიჩა 2020 წელს კლუბის ყველაზე ნათელი წერტილია, რომელიც გულშემატკივრებს
და პირად ფანებს შედეგებითა და ტიტულებით ჯერ ვერ ახარებს.

ყველამ კარგად იცის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ქართველი გარემარბი "რუბინში", რომ ეს მამუკა ჯუღელის დამსახურებაა. მანვე ჩამოიყვანა ზურიკო დავითაშვილი.

სხვადასხვა ინფორმაციით, "რუბინმა" კვარაცხელიას სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადა. რუსტემ საიმანოვმა მასში ინვესტიცია ჩადო და ამან გაამართლა. ახლა ხვიჩა ისეთი ფეხბურთელია, რომლის საკუთარ რიგებში ხილვაზე უარს არცერთი რუსული კლუბი არ იტყვის და ყაზანურმა გუნდმა 10-15 მილიონი ევროს ფარგლებში მიიღო კიდეც შეთავაზება. მისით იტალიური კლუბები, "გენტი", "ზალცბურგი" ინტერესდებოდნენ, თუმცა "რუბინი" მის სანაცვლოდ 20-25 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს და მხოლოდ ტოპ-ჩემპიონატში აპირებს მის გაყიდვას.

ხვიჩას დრიბლინგი და არასტანდარტული გადაწყვეტილებები მეტოქეებს კუთხეში იმწყვდევს ხოლმე და სტადიონს ნერვიულობის საფუძველს აძლევს. ყაზანური პუბლიკა ბოლო დროს ძალიან დაიღალა ჭადრაკითა და ჭიდაობით. ჰაეროვან ფეხბურთს მონატრებულები ქართველს სიყვარულის თვალებით უყურებენ.

ხვიჩამ რომანტიკული ფეხბურთისადმი რწმენა დააბრუნა, როცა მოხდენილი პასით, ლამაზი მოტყუებითა და გონებამახვილური დარტყმით გამოწვეული ემოცია ზონის გადაკეტვაზე უფრო მნიშვნელოვანია.

უეჭველია, ფეხბურთელს ძალიან გაუმართლა მწვრთნელში, ლეონიდ სლუცკი მის ღირსებებს სათანადოდ აფასებს და ახალ უნარებს ისე უვითარებს, რომ მასში მიმზიდველობას არ კლავს. ბოლოს როდის გახსოვთ ასეთი სასიამოვნო მონაკვეთი "რუბინის" შესრულებით?"

მკითხველის კომენტარები / 6 /
გენტი და ზალცბურგი, როდის მერე გახდნენ იტალიური გუნდები?
პაატა
00:26 19-12-2020
12
მეჰმედ ფაშას მერე, სტამბულის ბაზარზე, ამ ფასად, ჯერ არცერთი ქართველი არ გაყიდულა... ვინ წარმოიდგენდა, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანს თხასავით გაყიდდნენ და თან ქვეყანას უხაროდეს?
ვის შეუძლია გვითხრას, თუ რამდენია კაცობრიობის ფასი? ამ საქმეს ჩოთქი და სამი ბუღალტერი მაინც უნდა...
კ ო მ ბ ლ ე
23:23 18-12-2020
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული