"შენგელია მოედანზე სეირნობს" - "ქონიას" ფანები ქართველის გამოფხიზლებას ითხოვენ

AutoSharing Option
konyayenigun.com-ი, რომელიც "ქონიასპორის" შესახებ წერს ინფორმაციებს, საქართველოს ნაკრების შემტევის, ლევან შენგელიას შესახებ წერს.

თურქები ჩვენებურის ბოლოდროინდელი ასპარეზობით უკმაყოფილონი არიან და მის გამოფხიზლებას მოითხოვენ.

"აშკარაა, რომ ლევან შენგელიამ ძალიან მოუკლო. ის გასულ ტურში "კაიზერსპორთან" ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და ასე იყო "რიზასპორთან" დაპირისპირებაშიც.

ის მოედანზე თითქოს სეირნობს და იმის აჩრდილია დარჩენილი, რაც სეზონის დასაწყისში იყო.

იმედი გვაქვს, რომ ის იმ ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება, რაც სეზონის დასაწყისში ჰქონდა", - წერს საიტი.

აქვე გეტყვით, რომ შენგელიას მიმდინარე სეზონში "ქონიასპორის" რიგებში 8 მატჩში 2 გოლი
აქვს შეგდებული და ამდენივე შედეგიანი გადაცემაც უფიქსირდება ანგარიშზე.

რაც შეეხება უშუალოდ მისი გუნდის სატურნირო მდგომარეობას, 15 ტურის შემდეგ "ქონიასპორი" 19 ქულით მე-10 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ნეტა როდის დაფრინავდა.
გიორგი
08:38 30-12-2020
3
ამ სტატიის წაკითხვისას ჯანო გამახსენდა შვეიცარიასთან თბილისში... თვალებს არ ვუჯერებდი. სირცხვილია ბიჭებო...
ირაკლი
22:01 29-12-2020
5

სიახლეები პოპულარული