ჩაკვეტაძეს უცნაური ტრავმა აქვს, ვარჯიშს კი ორშაბათს დაიწყებს - ამბობს "გენტის" მწვრთნელი

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა voetbalprimeur.be-თან ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ ისაუბრა.

"ცოტა ნაკლები ტკივილით დაბრუნდა, თუმცა ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია. კიდევ ერთხელ ვნახეთ და ვეცადეთ რამე მოგვემოქმედა: რამდენიმე დღით დასვენების საშუალება მივეცით, უქმეების შემდეგ კი იმის იმედით, რომ დისკომფორტი შეუმცირდება, ისევ დაიწყებს ვარჯიშს და იმედია, ბოლომდე შეძლებს აღდგენას.

ექიმები გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მეთოდს იყენებენ. ძალიან უცნაური ტრავმაა, მაგრამ სერიოზული არაა. ტკივილები მართლაც დიდი ხანია აწუხებს. ანატომიურად ბოლომდე საბრძოლველად მზადაა, მაგრამ ტკივილი მოსვენებას არ აძლევდა. ოპერაცია არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება. ტრავმა
კარგა ხანია უნდა მოერჩინა, მაგრამ უცნაური რამ სჭირს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
სამწუხაროდ ჩაკვეტაძის ფეხბურთი დამთავრებულია, მუხლის ტრავმა ქრონიკულში აქ გადასული ესაა სიმართლე რომლის ლაპარაკს ყველა ერიდება, რომც დაბრუნდეს სათამაშოთ ყოველი უმნიშვნელო შეხებაც კი მუხლთან გრძელვადიან ტრამვას ნიშნავს მისთვის. ვანბასტენი მახსენდება ქუსლის ქრონიკული ტრამვით, რომელიც 28-წლის იყო ფეხბურთს თავი რომ დაანება. ჩაკვეტაძე არის მირიგი მსხვერპლი ქართველი ბავშვთა მჩეხავ-მწვრთნელების.
სპა
11 იანვარი 2021 00:12
1
ეს ბიჭი არდავკარგოთ ამ მარჩიელობაში ფედერაცია უნდა ამოუდგეს გვერდში და მოძებნოს სათანადო სპეციალისტი მარტო უფლების თვლა და ინტრიგების ხლართვით რომარიან დაკავებული ეგეთ მარგალიტების გაფრთხილება უნდა
იბერიელი68
10 იანვარი 2021 22:03
0
მარტო ღმერთის იმედათ უნდა იყოს მეთქი არ მითქვამს, რა თქმა უნდა თავადაც უნდა იშრომოს და მოინდომოს, რონალდო რას შვება არ ვიცი და არც ლოცვით მუხლების გადატყავებისკენ მოვუწოდებ ჩაკვეს, ვამბობ შეძლების გვარად მეთქი.
მორწმუნე-s
10 იანვარი 2021 21:17
0
თუ არ იციან რა ტრამვა სჭირს, როგორ მოარჩენენ და მოურჩენელს რატომ ავარჯიშებენ. არ იციან, რომ სწორი დიაგნოზის გარეშე, ავადმყოფი არ რჩება.
გიორგი
10 იანვარი 2021 20:48
0
ძალიან მეშინია რომ ტრამვებმა არ შეიწიროს ამ ბიჭის კარიერაც ეს სენი მუდმივად თან დაზდევს ქართულ ფეხბურთს ანანიძე ყენია ოქრიაშვილი სამივეს კარიერა ტრამვებმა შეიწირა არადა შეეძლოთ დიდი ფეხბურთი ეთამაშათ სამივეს დიდი იმედი მაქვს რომ მალე დაბრუნდება ჩაკვე და მათსავით არ დაემართება.
ზაზა
10 იანვარი 2021 20:22
0
ოქრიაშვილის კარიერა პირველ რიგში უდისციპლინობამ შეიწირა, რაც თავადაც აქვს აღიარებული ერთ-ერთ ინტერვიუში. კლუბები, დალევა (გენკსი ნასვამზე ავარია გაიხსენე). ქეცბაიამაც თქვა, ქინქლაძემ რომ დამირეკა, ოქრი წაიყვანეო, მე ვუთხარი და ჩამოვალ და დაველაპარაკებიო და რომ შევხვდით სამნი, ის ვუთხარი, ჩემთან თამაში თუ გინდა, უნდა დასერიოზულდე და ივარჯიშოო. როცა არ ვარჯიშობ, ბუნებრივია მიდრეკილი იქნები ტრამვებისკენ. მოუთელელი ან შეუჩვეველი ორგანიზმი ვერ გაუძლებს ბელგიის და რუსეთის ჩემპიონატის დატვირთვებს.

ანანიძე კი გატანჯა ტრამვებმა, მაგრამ ანანიძეს შეეძლო დროზე დაეღწია თავი სპარტაკისთვის. წასულიყო ნაკლებ ხელფასზე ისეთ ლიგაში სადაც ნაკლებად ძალისმიერ და უფრო ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ (მაგალითად ჰოლანდია).

ყენიაზე ალბათ ყველაზე სწორია შენი შეფასება. მაგ ბიჭზე თავიდანვე ამბობდნენ, არასწორად დარვის ქუსლებზეო. ესპანეთში რომ იყო სინჯებზე ამიტომ არ დაიტოვეს. სამწუხაროდ მაგაშიც გამოჩნდა ჩვენი ბავშვთა ფეხბურთის დონე. ესპანელებამდე ვერავინ შეამჩნია და უთხრა რომ ქუსლებზე სირბილი არ შეიძლება.
მცირე შესწორება
10 იანვარი 2021 20:59
0
არ დამცინოთ და ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ, ეს ბიჭი ეკლესიაში დადის? ეზიარება? ლოცულობს? თუ კი ღმერთი აუცილებლად შეეწევა თუ არადა ძაან ცუდი, უნდა გააკეთოს(შეძლებისდაგვარად), ყველას უნდა ახსოვდეს რომ ნიჭი ღმერთიდან მოდის და სხვა არავისგან, წარმატებები და ჯანმრთელობა გიოს.
hhh
10 იანვარი 2021 13:19
12
გავიგე რისი თქმაც გინდა მაგრამ არ მგონია კრიშტიანო რონალდო ლოცვით იტყავებდეს მუხლებს. ბავშვობაში თუ სწორად არ ავარჯიშებენ და ტრამვებისკენ მიდრეკილი იზრდებიან მარტო ღმერთმა რა ქნას. 3 ნავი გამოგიგზავნეო ხომ გახსობს ეს
მორწმუნე
10 იანვარი 2021 17:31
0
სწორია მწვრთნელი, ოპერაცია არ ჭირდება. ნეტა ადრეც არ გაეკეთებია ოპერაცია, აქამდე უკვე მორჩენილი იქნებოდა.
ჰაჰა
10 იანვარი 2021 11:40
4
მწვრთვნელმა რა იცის, ექიმმა უნდა დადოს დასკვნა. ექიმმა კი დიაგნოზი არ იცის. პაპუასებში ხომ არ მოხვდა.
გიორგი
10 იანვარი 2021 20:55
0
ბარსელონა მენტალურ პრობლემას უგვარებს 3 წელია უკვე დემბელეს,, მეტი კი არაფერი არ ჭირს ზუსტად ეგ პრობლემაა რო ზემლიაკებს დასდევს.. ისე ერთერთმა რუსმა ბებერმა მწვრთვნელმა თკვა კართველები და კავკასიელები გენეტიკურად უფრო გვიან ღვინდებიან,ანუ ფაკტია რა ევროპაში 20 წლის მერე აგარ ფანტაზიორობენ ჩვენთან 40 წლის ადამიანს გონია რომ დედიკომ უნდა გამოუგზავნოს საჭმლის ფული..
ჩორნა
10 იანვარი 2021 11:01
2
მართლაც ,რომ ტალანტია და მართლაც აკლიათ ქართველ ბავშვებს პრიფესიონალი მწვრთნელები.ბუნებრივ მონაცემებს უნდა ბავშვობიდან სწორი მიმართულების მიცემა.კარგ მწვრთნელს უნდა კიდევ შესაბამისი პირობები.ამ პირობებშიც კი სწორ ფიზიკურ აღზრდაზე აქცენტის გაკეთება ბავშვობიდან კარგი იქნებოდა.
ილია
10 იანვარი 2021 10:36
1
ექიმი მხოლოდ ტრავმას მკურნალებს და ტრავმის გამომწვევი მიზეზი ისევ რჩება. ვარჯიშის დროს ამიტომ აქვს ტკივილი და მიზეზი ახალ ტრავმას ისევ გამოიწვევს თუ დროზე არ მოაშორეს. ამის მაგალითები ქართულ ფეხბურთში საკმაოდ გვაქვს და იქნებ გიორგი მაინც გადაარჩინოთ ტრავმის გამეორებას?
მენტალური მომზადების ცენტრი
10 იანვარი 2021 01:58
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული