თურქულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩში ქართველების "როტორი" "იაგელონიას" დაუზავდა - 1:1.
მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა საბა კვირკველია, ზურიკო დავითაშვილი და ნიკა ყიფიანი სასტარტოში დააყენა. დებიუტში ზურიკომ ყიფიანი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან მომენტი ვერ გამოიყენა. შემდეგ ბილოსტოკურმა გუნდმა ანგარიში გახსნა, ხოლო მე-40 წუთზე დავითაშვილმა საპასუხო გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში ხაცკევიჩმა თერთმეტივე ფეხბურთელი გამოცვალა და შეცვლაზე დებიუტანტი გიორგი არაბიძე შეუშვა. 64-ე წუთზე მის მიერ შორიდან ძლიერად დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.
"იაგელონიაში" არ უთამაშია მეკარე ლუკა გუგეშაშვილს.
26 იანვარს "როტორი" სლოვენიის "მურას" შეხვდება.