არაბიძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა და ფორმაში დგება

AutoSharing Option
ნამდვილად სასიხარულოა 22 წლის ნახევარმცველ გიორგი არაბიძის დაბრუნება. "როტორში" ის კარგ გარემოში მოხვდა, თანამემამულეებიც დახვდნენ და რაც მთავარია, მწვრთნელმა ალექანდრ ხაცკევიჩმა ნდობა გამოუცხადა, რომელიც როგორც ეტყობა, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებს.

დღეს, თურქულ შეკრებაზე ვოლგოგრადულმა გუნდმა სოფიის "სლავია" 3:1 დაამარცხა, გიორგიმ კი შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო და მეტოქეები ხშირად ეუხეშებოდნენ. მას კარგა ხანი გაუცდა და რა თქმა უნდა, ჯერ ძველებურად ვერ ირჯება, მაგრამ ფორმაში ჩადგომა მხოლოდ დროის საკითხია.

62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ზურიკო დავითაშვილი, ხოლო "როტორის" სხვა ქ
ართველებს ამ სპარინგში მონაწილეობა არ მიუღიათ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბევრი გაუცდა არაბიძეს, ახლა კი ყველაფერი უნდა გააკეთოს რო ფორმაში ჩადგეს,უნდა იშრომოს ბევრი, შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.საქართველოს ნაკრებს არ ყავს დასაკარგი ფეხბურთელები,ჯუღელი კარგ საქმეებს აქეთებს ქართული ფეხბურთისთვის,მან თითქმის ყველასგან დავიწყებული არაბიძე მიიყვანა საკმაოდ ძლიერ ჩემპიონატში.
ziko
16:22 06-02-2021
0
ვერც ბურთით იკლავენ თავს და რაც შეეხება უმრავლესობას, მათი მთავარი პრობლემა მენტალიტეტშია, რაც აისახება ხასიათზე და ყოველივე ეს თამაშის დონეზე და ფიზიკაზე, " როტორი"-ის დონე შეიძლება გაქაჩონ და სამწუხაროდ "პერსპექტიულ" ბიჭებად ბერდებიან, სამაგიეროდ BMW ხო ყავთ.
vaxo
11:55 06-02-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული