მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ყაზანელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ბრწყინვალე საგოლე გადაცემა შეასრულა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გააკეთა.
"რუბინის" გენერალური დირექტორის თქმით, ხვიჩას თამაშის შემხედვარე შთაბეჭდილება გრჩება, რომ ის სხვა ლიგიდან არის, თუმცა, მისი აზრით, ის ჯერ კიდევ არ არის ტოპ-ლიგებისთვის მზად.
"ხვიჩა პრემიერლიგაში თამაშისთვის ნამდვილად არ არის მზად... რაც შეეხება სხვა ძლიერ ლიგებს, მაგალითად, იტალიასა და ესპანეთს, იქ,
შესაძლოა, ამ ეტაპზე მან თამაში შეძლოს.
რუსეთში სათამაშო დონე არ არის ისეთი მაღალი და აქ ადვილია, რომ რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუო.
ტოპ-ლიგებში ფეხბურთელები გაცილებით უკეთ არიან ფიზიკურად მომზადებულნი და მას ძალიან გაუჭირდება, მათ გასცდეს.
ასე რომ, ხვიჩას სჭირდება ფიზიკურად გაძლიერდეს და ადაპტაციისთვის დრო მიეცეს. ის მხოლოდ ამის შემდეგ უნდა წავიდეს ტოპ-ლიგაში.
ფიზიკურად ის არც ისეთი ძლიერია. მეტოქეები ორჯერ შემოულაწუნებენ მას და ეს საკმარისი იქნება, რომ ის მუდმივად ტრავმა ჰქონდეს", - ამბობს საიმანოვი.
ზაფხულში დორტმუნდიდან ჯეიდონ სანჩო ინგლასში წავა, სავარაუდოდ 80 ლიმონად. მისი ადგილი ზედგამოჭრილია ხვიჩასთვის. თამაშის სტილითაც გვანან.
ხვიჩა, ქოგუალე, ჩქინი იმენდ რექ დო სი გიჩქ
უნდა გადავიდეს აუცილებლად და ,,უმოწყალოდ,, ივარჯიშოს რაც შეუძლია კიდეც ამ ბიჭს.
სლუცკიმაც თქვა ხვიჩას სატრენაჟორო დარბაზში ვერასდროს ვხედავო და ეს არ არის კარგი.
მაგრამ ხვიჩა მალე ტოპ ფეხბურთელი გახდება.