ჩაკვეტაძის დაბრუნება გადაიდო - "გენტმა" ამ სეზონში ყველაფრის შანსი დაკარგა

AutoSharing Option
ტრავმით გამოწვეული ხუთთვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის "ეუპენთან" თასის მატჩში დაბრუნებას ამაოდ ველოდით. მართალია, ის მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა განაცხადში შეიყვანა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ ჯერ სათამაშოდ მზად არ არის.

"გენტი" კი 1/4-ფინალში სტუმრად 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. ამ სეზონში გუნდმა ყველა ფრონტზე წარუმატებლობა განიცადა: ევროტურნირებზე, ბელგიის თასზე, ჩემპიონატზე მე-12 ადგილზეა და დიდი ალბათობით, მედლებისთვის ვერ იბრძოლებს.

"გენტი" 8 მარტს "ოსტენდეს" მასპინძლობს და შესაძლოა, გიორგის თამაში მოუწიოს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
გიორგი ეს პერიოდი შენთვის გამოწვევაა,არ გატყდდე და საკუთარი თავი დაარწმუნე,რომ შეძლებ,რომ ისევ გახვალ მინდორზე,რომ ისევ ისე ლაღად ითამაშებ,ეს ბრძოლაა და უნდა მოიგო,არაფერია დაკარგული,მეტი ოპტიმიზმი და შემართება,მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არა ერთი ასეთი და ამაზე უარესი კრიზისიდან გამოსულან ბიჭები,შენც შეძლებ,ჩვენ გვინდა,რომ შეძლო.
sake
05 მარტი 2021 20:43
1
სიჩქარე საჭირო არ არის ამხელა ტრამვის მერე,გეგმა ზომიერად უნდა მიყვეს საქმეს.
ziko
05 მარტი 2021 13:37
1
რა გაახურეთ საქმე თქვე ვაიგულშემატკივრებო?! მარადონას გოიკოეჩეამ საერთოდ ფეხი მოსტეხა, მაგრამ მერე რა ითამაშა ყველამ იცის, მოირჩინე ტრავმა ბოლომდე გიო, გაწუხებს რაღაც? არ უსმინო ექიმებს და დასკვნებს, სურათებზე და ექოსკოპიაზე შეიძლება ყველაფერი სუფთა იყოს და ექიმმა გითხრას მზადა ხარო, მაგრამ შენ თუ გრძნობ, რომ რაღაც მაინც ვერაა ბოლომდე კარგად, თუ ოდნავ მაინც გტკივა, არ დაიტვირთო. ბოლომდე, ბოლომდე მოირჩინე ტრავმა და მერე ითამაშე, ყველაფერი გამოგივა, დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო შენს გვერდითაა.
04 მარტი 2021 11:43
2
ტრავმამედეგობა ყველას გაუგია, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები მაინც ამ ასპექტში ზარალდებიამ. ფსიქოლოგიური მომზადებაც ყველას გაუგია, მაგრამ ჩვენებს აქაც პრობლემა აქვთ. ვინც ეს საქმე კარგად იცის იქნებ იმათთვის გეთხოვათ დახმარება?
მენტალური მომზადების ცენტრი
04 მარტი 2021 11:07
1
ბოლნისის სიონში გოგუასთან ერთად. ეს არის გუნდი სადაც უდავოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება სულ. მართალია თუ ჯამრთელობა შეუწყობს ხელს. დამთავრდა ჩაკვეტაძის დიდი ფეხბურთი ან როდის ითამაშა რომ. გაუვარდა ნაკრებში ორჯერ და არიქა სუპერვარსკვლავი არისო. ვაი ჩვენს პატრონს.
Zaza
04 მარტი 2021 08:54
41
ზაზა, ბოღმათუხუცესო!!!! გრცხვენოდეს!
გიორგი
06 მარტი 2021 00:48
2
გაუვარდა არა?რატომ შენ არ გივარდება?!ვინ გზრდით ასეთებს,ვერ გამიგია.
სოსო
04 მარტი 2021 20:11
2
ყველა გამოხმაურება
კაი ფრთხილად ანანიძე ამდენი გოლი არ გაიტანო, კი არა და ჩაკვეტაძე უფრო სწორედ. მეშლება ხოლმე
თემო
04 მარტი 2021 03:15
25
მაგრა ღადაობ,ჩამიწერე მერე დისკზე ეგ ღადაობები,არა კასეტაზე ჩამიწერე და მომაწოდე ოკ??კიდე გექნება შენ,სხვებიც...
დავით
04 მარტი 2021 10:46
1
გენტის უკუსვლა ჯერ კიდევ დევიდის დროს დაიწყო, შემდეგ დანიელი მწვრთნელიც გამოცვალეს,შემდეგ კიდევ უფრო მეტი ჩავარდნა ჰქონდა და დააბრუნეს ის მწვრთნელი,რომლის ხელშიც გენტმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია,რამდენიმე ტურის შემდეგ გენტმა თავის თამამში იპოვა, ბრიუგესაც მოუგო გასვლით მატჩში,ეს შესვენების შემდეგ პირველი თამაშია და ყველაფერი ხდება .რაც შეეხება ჩემპიონატს ჯერ არაფერი არაა დაკარგული, მთავარია ექვსეულში მოხვდეს,რისგანაც დაშორება უმნიშვნელოა,ნაადრევი დასკვნების გაკეთება უმადური საქმეა.
gia jashi
04 მარტი 2021 01:37
2
ძალიან არ მინდა ვიფიქრო რომ რაც ჭირს თავში აუარდნის გამოა და ყველაფერი ტრამვამ გამოიწვია ყველაფერი ჭIნ გაქვს იმედია სულიერ Dა ფიზიკურ სიდზლიერეს მიაღწევ და ოჯახს და სამშობლოს გაახარებ უფალს ებარებოდე
Kaxa
04 მარტი 2021 00:54
5
დარჩენილ ყველა თამაშს თუ მოიგებენ მერე რაღაც შანსი აქვთ, რომ ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძოლონ, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ეს გუნდი დარჩენილ თამაშებს მოიგებს.
მთავარია ჩაკვე იყოს ჯამრთელად და მისცენ დარჩენილ თამაშებში სათამაშო დრო
რომ გიორგი შევიდეს ოპტიმალურ ფორმაში.
სამწუხაროა, რომ ბოლო 2 სეზონი ჩაუვარდა წელსაც აგერ 3 თვეში მთავრდება სეზონი და სულ 4 თამაში აქვს ნათამაშები წინა სეზონში სულ 9 თამაში ქონდა და იქაც ძირითადა შეცვლებზე.
ტრამვებმა გააწამეს ეს ბიჭი და იმედი მაქვს პრობლემები აღარ ექნება და ნელ ნელა დაიბრუნებს ფორმას.
ჯონი
04 მარტი 2021 00:52
2
წინა სეზონში ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით დევიდი ათრევდა ამ გუნდს წავიდა დევიდი და დღეს მეორე ლიგიდან გადმოსული გუნდებიც კი უფრო წინ არიან ცხრილში ვიდრე გენტი ალბათ ზაფხულში იარემჩუკიც წავაა კარგ გუნდში სამწუხაროდ ჩაკვეტაძისთვის გამოდგა უიღბლო გენტში გადასვლა იარემჩუკიც დევიდიც და ჩაკვეტაძეც ერთად მივიდნენ გენტში არც იარემჩუკი და არც დევიდი არ მისულან იქ ბარსელონადან ან რეალიდან იარემჩუკი კიევს დინამოს დუბლებიდან დაიმატეს,ხოლო დევიდი კანადის რომელიღაც გაუგებარი გუნდიდან და ორივევ კარიერა აიწყოო,ხოლო ჩაკვეს სამწუხაროდ პრობლემების მეტი არაფერი შექმნია ამ გუნდში მე პირადად დიდი იმედი მაქვს რომ დარჩენილ თამაშებში მაინც მისცემს სათამაშო დროს რომ ფსიქოლოგიურადაც რომ განეწყოს კარგად ჩაკვე და ნაკრებში რომ ჩამოვა რაღაც პრაქტიკა ჰქონდეს.
გელა
04 მარტი 2021 00:44
1
უკვე დიდი ხანია ვიძახი.ძალიან მძიმე ტრავმა აქვს,ძალიან რთულია ამ ვითარრბაში თამაში.ფსიქოლოგიურად განსაკუთრებულად ძლიერი ადამიანი თუ შეძლებს ამ პრობლემის გადალახვას და კარიერის გაგრძელებას,ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩაკვეტაძე იქნება ესეთი და მთავარ აქცენტს ფეხბურთზე გადაიტანს,თავს და ჯანმრთელობას გაწირავს ფრხბურთისთვის და დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას.
სამწუხაროდ
04 მარტი 2021 07:58
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული