მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებსა და მისი ამჟამინდელი გუნდის შესახებ საუბრობს

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძეს 2020/21 წლების სეზონი ნამდვილად კარგი გამოუვიდა. თავდამსხმელმა 18 გოლი გაიტანა, ფრანგულ "მეტცთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, ასევე, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ეროვნული ნაკრებიდან მიწვევაც მიუვიდა.

მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად მარტის თვეში 3 შეხვედრას, შვედეთის (25 მარტს), ესპანეთისა (28 მარტს) და საბერძნეთის წინააღმდეგ (31 მარტს) გამართავს.

seraing-ის ოფიციალურმა გვერდმა გიორგისთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და მისი ამჟამინდელი გუნდის შესახებ საუბრობს:

- რა გრძნობა გქონდათ არჩევანის გაკეთებისას?

- მე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს ვესაუბრე, რომელმაც მე ამირჩია
და მითხრა, რომ ჩემი თამაში მოსწონდა. სიმართლე რომ გითხრათ, არჩევის დროს გაკვირვებული საერთოდ არ ვყოფილვარ, უფრო ამაყი ვიყავი. ჩემი მშობლები პარიზში ცხოვრობენ, თუმცა მე ოჯახი საქართველოშიც მყავს.

- არ იყო რთული საფრანგეთსა და საქართველოს შორის არჩევანის გაკეთება?

- პირველ რიგში, რეალისტები უნდა ვიყოთ და გავიაზროთ დღევანდელი საფრანგეთის ნაკრების შეტევის ხაზი. ამასთან ერთად, მე ვილი სანიოლის ფეხბურთისადმი მიდგომა ძალიან მომწონს. საქართველოში 2011 წლის შემდეგ აღარ ვყოფილვარ, ჩემთვის კი ეს ქვეყანა ძალიან ბევრს ნიშნავს.

- მომდევნო კვირას მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილ ვარსკვლავებს შეხვდებით. რა გრძნობაა?

- ფაქტობრივად, დღემდე იბრაჰიმოვიჩის და სხვა ვარსკვლავების თამაშს ტელევიზორიდან ვუყურებდი, ახლა კი მათ წინააღმდეგ ვითამაშებ და უდიდეს გამოცდილებას მივიღებ. მე მოედანზე, როგორც მისი გულშემატკივარი, ისე არ ვიქნები, სტადიონზე ის ჩემი კონკურენტი გახლავთ. ჩვენ ყველაფერს გავიღებთ, რათა საქართველომ საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიაროს. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ტალანტი გვყავს.

- რა ამბიცია გაქვთ საქართველოს ნაკრებთან ერთად?

- მინდა ეროვნულ ნაკრებთან ერთად დიდი დრო გავატარო და წარმატების მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო, გავაკეთო შედეგიანი გადაცემები და გავიტანო გოლები. მინდა ჩემი თავი თანაგუნდელებისთვის ხელმისაწვდომი გავხადო, რათა ერთად მაქსიმალური შევძლოთ.

Sportall.Ge

- თქვენი აზრით, რა როლი ითამაშა ჩვენმა კლუბმა თქვენს ნაკრებში მიწვევაში?

- კარგად ვიცი, რომ "მეტციდან" "სერენში" განათხოვრება ჩემთვის გარდამტეხი გახლდათ. აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მინდა მათ, ვინც გულთბილად დამხვდა და მიმიღო, ყველას მადლობა გადავუხადო. მადლობა იმისთვის, რომ მომეცით საშუალება, ასეთი სანახაობრივი სეზონი ჩამეტარებინა. თქვენი დამსახურებით "მეტცმა" კონტრაქტი გამიხანგრძლივა, თუმცა მე აქ საბოლოოდ გაჩერება არ მსურს. მე ის ადამიანი ვარ, რომელიც სულ პროგრესისკენ მიისწრაფვის.

- როგორ ხედავთ სეზონის დასასრულს?

- ვიმედოვნებ, ჩემპიონატის მეორე ადგილით დასრულება და D1A დივიზიონში აღზევება შეგვიძლია. ეს შესანიშნავი იქნება. გასულ ზაფხულს, როდესაც აქ გადმოვედი, ყველაფერი ძირითადად სხვა გეზით იყო, თუმცა ჩვენ განვითარება და სწორი გზით სიარული შევძელით. ჩვენ დიდებული გუნდი გვყავს. წარმოიდგინეთ, ფეხბურთელებს, რომლებსაც ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ, ისინიც კი პოზიტიურები არიან და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის კარგი სეზონის გასაღებია.

მომზადებულია rfc-seraing-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
Ra shuashia pragmatizmi,diplomatiurad moishora jurnalisti..dzaan sadgegrdzeloebs nu motxovt am safrangetshi gazrdil qartvels,mtavaria kai adamiani iyos da kai fexburtic gvachvenos..isini vinc ertmanets cuds uketeben-is qartvelebi,romelia sadgegrdzeloebshi cuds ro idzaxis?sufrastan xo yvela patriotia
Levani
12:48 19-03-2021
0
აუ რა იქნებოდა ჩაკვეც და წიტაიშვილიც ისეთ ფორმაში შეხვედროდნენ ამ თამაშებს როგორ ფორმაშიც კვარა და ჟორჟიკა ან ბუდუ. მაგარი სანახობრივი და გოლებით დახუნძლული თამაშები იქნებოდა.... მჯერავს ჟორჟიკა დაუჭექებს ესპანელებს. წესით კვარამ უნდა აიკლოს ესპანეთის მარჯვენა კრაი რადგან კარვახალი არ ყავთ და დანარჩენი ხარახურა ხალხი ყავთ მარჯვენა მცველად.....
რომკა
10:37 19-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული