საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ითამაშა.
გიორგიმ "ანდერლეხტთან" გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. "ჩაკვე" მოედანზე მე-10 წუთზე შევიდა, როცა თანაგუნდელმა ნიაგბომ ტრავმა მიიღო. ხოლო, როცა ოჯიჯა ოფოე შეცვალეს, კაპიტნის სამკლავური გიოს გადაეცა.
გიორგიმ ბოლო ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა 2020 წლის 4 ოქტომბერს მიიღო, ამა წლის 3 მარტს კი "ეიპენთან" მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოსულა.