გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა და "გენტს" უკაპიტნა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ითამაშა.

გიორგიმ "ანდერლეხტთან" გამართულ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. "ჩაკვე" მოედანზე მე-10 წუთზე შევიდა, როცა თანაგუნდელმა ნიაგბომ ტრავმა მიიღო. ხოლო, როცა ოჯიჯა ოფოე შეცვალეს, კაპიტნის სამკლავური გიოს გადაეცა.

გიორგიმ ბოლო ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობა 2020 წლის 4 ოქტომბერს მიიღო, ამა წლის 3 მარტს კი "ეიპენთან" მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოსულა.


მკითხველის კომენტარები / 20 /
კარგია რომ დაბრუნდა და იმედია გიო დაიბრუნებს ძველ ფორმას, ნაკრებში გამოძახება ამ ეტაპზე არაა სწორი, რამდენი ხანია გიორგის ნორმალურად ფეხბურთი არ უთამაშია და ეხლა უცბად სანაკრებო თამაშებში ძალიან გაუჭირდებოდა. ჯერ ნელ ნელა მიეჩვიოს მოედანს და ფორმაში მყოფი გიო და კვარა ბევრ მცველებს გაამწარებენ!! არანაირი სიჩქარე ეხლა არ შეიძლება.
zaza
20:12 22-03-2021
0
ფაქტიურად 2 წელია ეს ბიჭი ტრამვებს ებრძვის დიდი იმედი მაქვს რომ მორჩა პრობლემები ახლა ნაკრებში რომ არ გამოიძახეს ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილება რადგან ჯერ არ არის ოპტიმალურ ფორმაში 5 თვეა უთამაშებელია ახლა მას სჭირდება დრო რომ ნელ ნელა აღიდგინოს ფორმა და კლუბში დაიწყოს თამაში დიდი იმედი მაქვს რომ გენტი ბელგის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდება და საპლეიფო თამაშებსაც ითამაშებს ჩაკვეს წამრატებები იმედი მაქვს მომავალში ტრამვები აღარ შეაწუხებს.
ზაზა
20:16 22-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული