voetbalnieuws: ვანჰაზებრუკი ჩაკვეტაძის შესახებ საგანგაშო სიახლეს გვამცნობს

AutoSharing Option
voetbalnieuws-მა "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეზე წერილი გამოაქვეყნა და მისი მდგომარეობის შესახებ გუნდის მწვრთნელის ჰეინ ვანჰაზებრუკის კომენტარიც დაურთო:

ვანჰაზებრუკი ჩაკვეტაძის შესახებ საგანგაშო სიახლეს გვამცნობს

"გიორგი ჩაკვეტაძე ოდესმე ჩადგება მწყობრში? "გენტში" მოსვლისას ის დიდ ტალანტად ითვლებოდა და ისე მოჩანდა, ამართლებდა მოლოდინს, ვიდრე ტრავმათა სერიამ არ შეაწუხა.

თითქოს ბოლოს და ბოლოს ჩაკვეტაძე დაბრუნების გზას დაადგა, რადგან სანაკრებო პაუზისას ამხანაგურ მატჩებში საკმაო სათამაშო დრო მიეცა. "სტანდარდთან" შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჰეინ ვანჰაზებრუკმა მოულოდნელად გიორგიზე სიახლე შეგვატყობინა:

"მას კვლავ მოუხდა საწვრთნელი პროცესის მიტოვება და მხოლოდ
გუშინ შეუერთდა საერთო ჯგუფს. ამდენად, დასადგენია, რამდენად იქნება მზად".

ჩაკვეტაძის სატრანსფერო ფასი სულ ცოტა ხნის წინ 9 მილიონ ევროს შეადგენდა, მაგრამ მას შემდეგ მუდმივად მუხლის პრობლემა აქვს. ასე რომ, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, ადგილი ხომ არ აქვს ისევ ძველი ტრავმის რეციდივს".

ბელგიის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩი "სტანდარდსა" და "გენტს" შორის" 4 აპრილს ლიეჟში გაიმართება და დღეს გაირკვევა, შეიყვანენ თუ არა ქართველ ლეგიონერს განაცხადში.

მკითხველის კომენტარები / 22 /
კლუბს კი არა ბელგიას უნდა მოშორდეს , რაც შეიძლება შორს!!!
გადასარევი გიორგი
03 აპრილი 2021 12:02
3
არ უსმინო ამ განცხადებებს გიო, საკუთარ თავს და ვოვა გუცაევს მოუსმინე, შეიძლება ექოსკოპიამ, ყველანაირმა ანალიზმა და გასინჯვამ არაფერი არ აჩვენოს და გითხრან მზადა ხარ და ითამაშეო, შენს მეტი ვერავინ ვერ მიხვდება მზადა ხარ თუ არა, არ დაუშვა არავითარ შემთხვევაში მორიგი ტრავმა, მოიშუშე ბოლომდე ტრავმა, ბოლომდეე, გენტს რა უნდა, რა თქმა უნდა შენი თამაში, მაგრამ ბოდიშით თქო უთხარი, მაგრამ როცა მზად ვიქნები, თავს არ დავზოგავ თქო, სულ ესაა, შენ საქართველოს სჭირდები, არ დაივიწყო ეს!!!
გიოს
03 აპრილი 2021 13:18
1
წარმატებას ვუსურვებ გიორგის! სამწუხაროდ სხვა ვერაფრით ვეხმარები და ვისი მოვალეობაც არის გიორგის დახმარება იქნებ მოიძიოს კარგი მკურნალი, რომელსაც მსგავსი პრობლემების მოგვარება შეუძლია?
Guja Kakhadze
03 აპრილი 2021 12:24
1
მოცილდი მაგ ბელგიას გათვალული ხაარ :)) ვინარის შენი აგენტი?!
beqa
03 აპრილი 2021 12:24
2
გახოკიძეა მაგის აგენტი
კვატი
03 აპრილი 2021 19:40
2
წარმატებები გიორგის იმედი მაქვს ტრამვები კვლავ აღარ შეაწუხებს და სერიოზული პრობლემები აღარ აქვს, რადგან ისედაც ძალიან ბევრი გაუცდა.
გენტს მნიშვნელოვანი სამი თამაში აქვს წინ და იმედი მაქვს გენტის დარჩენილ შეხვედრებშიც მიიღებს სათამაშო დროს თუ არ ითამაშებს ელემენტარულად ფორმაში ვერ ჩადგება მე ძალიან არ მინდა რომ ეს ბიჭი დაიკარგოს და ანანიძე ყენიას გზას დადგეს, რომელებსაც დიდი მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ თავის დროზე მაგრამ საბოლოდ კარიერაში ვერაფერს ვერ მიაჰწიეს გიორგის აქვს პოტენციალი ნიჭი ტალანტი ყველაფერი რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს მთავარია დაბრუნდეს მოედანზე ჯამრთელი და ნელ ნელა აღიდგინოს ფორმა თუმცა მე რასაც ვამჩნევ სამწუხაროდ ანანიძე ყენიას გზას არის დამდგარი დღეის მდგომარეობით.
ამ ბიჭზე რაც მესმის სულ ტრავმა აქვს 2 წელია არ თამაშობს რაც ძალიან მწყინს ამ გენტში მას შეუძია არაა მხოლოდ ძირითადის ფეხბურთელი არამეტ ლიდერიც კი გახდეს რადგან სერიოზული კონკურენტი აღარ ჰყავს გუნდში ყველაფერი გიორგიზეა დამოკიდებული წარმატებები.
ზურა
03 აპრილი 2021 07:43
2
წამოდი დროზე მაგ ქვეყნიდან, ყველაფერი გამოსწორდება ნელ ნელა
aleksandre
03 აპრილი 2021 20:25
0
აუცილებლად უნდა გამოიცვალოს გუნდი
ელგუჯა
03 აპრილი 2021 10:10
3
მონდომებული და გონიერი ფიზიოთერაპევტი დეფიციტია. :(
ლუკა
03 აპრილი 2021 10:40
2
მილანმა კალაძეს ხარისხიანი ოპერაციისშემდგომი რეაბილიტაცია ვერ ჩაუტარა და კონტრაქტის შეწყვეტა მოსთხოვა, მაგრამ კახამ თვითონ მოძებნა რეაბილიტოლოგი და ერთ თვეში ჯენოაში გადავიდა, სადაც მუდმივად ძირითად შემადგენლობაში იყო.
Guja Kakhadze
03 აპრილი 2021 16:01
1
კი ტოპ კლუბებსაც უჭირთ (არსენალი, ინტერი, ტოტენჰემი...) ეგ და გენტის დონის გუნდში ნამდვილად ვერ იქნება
Gia
03 აპრილი 2021 11:32
2
რას ქვია "ითვლებოდა". ტრამვებმა თუ შეაფერხა აღარ "ითვლება" ეხლა აღარ არი ტალანტი? ზუსტად ასე დეგენერატულად წერდენ ისტორიებს რუსებიც ჯანოც შემთხვევაში. არა რა. კიდე კაი ჯერ ახალგაზრდაა და ქვეყნის დრო აქვს ყველაფერი წინ აქვს, ყენიამ დაამარცხა ტრამვები და ისევ ათამაშდა როცა მოშორდა და აღარ იყო შალკეში. ეგეც სასწრაფოდ უნდა მოშორდეს მაგ დაუნებს ბელგიაში. ნეტა ჩისკომ ჩაიყვანოს უოტFორდში დახატავდა ინგლისი თუნდაც პრემიერშიფი
Hm.
03 აპრილი 2021 05:38
11
რას ქვია რომელ 5 -წლედში და მერე რა ლაპარაკია საერთოდ ასე ნაგლად, თქვენ რა უნდა გაგიხარდეთ თქვენ რისი ღირსები ხართ საერთოდ. დიახ ლევან ყენიამ ტრამვებს თავი დააღწია და ჯერ კიდევ საკაიფო ასაკში იყო ძალიან მაგრად ათამაშდა კარპატში და ისევ აალაპარაკა ხალხი დაუძახეს "ქართველი მესი." ის კი არა ზენიტში უნდოდათ და ეგ ყველაფერი იყო იმ ტრამვების მერე. კარპატის მწვრთნელი სულ ათამაშებდა საკაიფოდ მიდიოდა ყველაფერი სანამ გუნდი არ დაიშალა ფინანსური მიზეზების გამო აზრზე რო არა ხართ
fff-sa
03 აპრილი 2021 20:31
1
რომელ 5-წლედში ათამაშდა პატივცემულო ყენია, ხომ ვერ გაგვახსენებთ?
fff
03 აპრილი 2021 16:38
5
ჯანმრთელად მაინც იყოს, რომ კარგ დონეზე ითამაშოს და ნორმალურად იცხოვროს. თორე აწი სუპერფეხბურთელობა გამორიცხულია. 2 წელ უთამაშებლობას ეხუმრები?
pesimisti
03 აპრილი 2021 11:56
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული